კულტურა

სომხური ტრადიციები მოსკოვში ․ “გარგარის” დღესასწაულების სერია დაიწყო

,,სპუტნიკი სომხეთი“ წერს, რომ სადღესასწაულო პროგრამის განმავლობაში მოსკოვიდან და რუსეთის სხვა რეგიონიდან მუსიკალურმა ანსამბლებმა მოუყვეს ხალხთა კულტურის, ხელოვნების, ტრადიციებისა და თანამედროვე ცხოვრების შესახებ.
მრავალეროვნული “გარგარის” დღესასწაულის დროს მოსკოვის მოსახლეობა გაეცნო სომხურ კულტურას. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს რუსეთში სრ საელჩოს პრესსამსახური.
ყოველწლიური მრავალეროვნული ზეიმის გახსნა მოხდა 21 აგვისტოს სახალხო მეურენეობის  მიღწევების გამოფენის №68 “სომხეთის” პავილიონის მახლობლად. იგი გახდა რუსეთის დედაქალაქის ეთნო-კულტურული კალენდრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა.

მიესალმა რა დამსწრე საზოგადოებას, ელჩმა ვარდან ტოღანიანმა აღნიშნა, რომ ტრადიციული “გარგარის” დღესასწაული რუსეთის დედაქალაქის მაცხოვრებლებს აცნობს სომხურ კულტურას, სომეხი ხალხის ტრადიციებს, აგრეთვე გააჩნია ერთაშორისი თანხმობისა და კულტურათაშორისი თანამშრომლობის სიმბოლო.

ტოღანიანმა ასევე მადლობა გადაუხადა ორგანიზატორებს და მოსკოვის საქალაქო ხელისუფლებას დღესასწაულის გამართვისთვის.
ღონისძიებას მიესალმა მოსკოვის საქალაქო დუმის თავმჯდომარე ალექსეი შაპოშნიკოვი, რუსეთის სომეხთა კავშირის თავმჯდომარე არა აბრაჰამანიანი, მოსკოვის ეროვნული პოლიტიკის და რეგიონთაშორისი ურთიერთობების განყოფილების ხელმძღვანელი ვიტალი სუჩკოვი და სხვები.

სადღესასწაულო პროგრამის ფარგლებში, მოსკოვისა და რუსეთის სხვა რეგიონების მუსიკალური ანსამბლები მოგვითხრობენ თავიანთი ხალხის კულტურის, ხელოვნების, ტრადიციებისა და თანამედროვე ცხოვრების შესახებ.
გაიმართება მინი-ფეხბურთის თამაში სახელწოდებით “გარგარის ბურთი”, გაიმართება მრავალი მასტერკლასი, გამოფენა-ბაზრობა “აღმოსავლეთ ბაზარი”, ჭადრაკის და ნარდის ტურნირები, ტრიუკ შოუ და ა.შ.
“გარგარის” დღესასწაული ორგანიზებულია “მოსკოვის სომეხთა კავშირის” მიერ, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს დაქვემდებარებული ეთნიკურ ურთიერთობათა საბჭოს, მოსკოვის მთავრობისა და ერების ფედერალური სააგენტოს მხარდაჭერით.

ნახეთ მეტი
Back to top button