საზოგადოება

„ქართული ცეცხლი“: თბილისში ქართული ცეკვის ანსამბლის უფასო კონცერტების სერია გაიმართება

„სამეფო ნაციონალური ბალეტის“ გამოსვლები მზიურის პარკში 28-30 აგვისტოს გაიმართება, იუწყებიან ორგანიზატორები.

„ვინც აქამდე ვერ მოახერხეთ ჩვენს კონცერტზე მობრძანება ეხლა შეგიძლიათ მობრძანდეთ და ისიამოვნოთ. დასწრება თავისუფალია! დასაწყისი 20:00 საათზე“, – ნათქვამია ანსამბლის Facebook-გვერდზე.

კოლექტივი წარმოუდგენს მაყურებელს ქორეოგრაფიულ პროგრამას „ქართული ცეცხლი“. ეს არის ლირიკული შოუ, რომელიც მაყურებელს თვითმყოფად ქართულ კულტურას აცნობს და ხალხური ცეკვის მომაჯადოებელ სამყაროში ჩაძირავს.

ნახეთ მეტი
Back to top button