საერთაშორისო

“ქვეყნის დაცვა მხოლოდ ჯარის საქმე არ არის” – აქტიური რეზერვის პროგრამა ოფიციალურად ძალაში უკვე შევიდა

“ქვეყნის დაცვა მხოლოდ ჯარის საქმე არ არის”, – საქართველოს ყველა მოქალაქე, ვინც ამ სლოგანს ეთანხმება, ტერიტორიული რეზერვის პროგრამაში უკვე გაწევრიანდა. რეზერვისტები ზურგისა და მხარდაჭერის ოპერაციას გეოგრაფიული ადგილმდებარეობის მიხედვით 45 დღის განმავლობაში შეასრულებენ. მნიშვნელოვანია, რომ მათ სამოქალაქო სამსახური და ანაზღაურება უნარჩუნდებათ. აქტიური რეზერვის პროგრამა ოფიციალურად ძალაში უკვე შევიდა.

„როგორც „რუსთავი2“ წერს, რეზერვისტების სამხედრო საქმეში მომზადებას პროფესიონალი ინსტრუქტორები უზრუნველყოფენ. შეიარაღება, ტაქტიკური გადამზადება, ლოჯისტიკა, საინჟინრო საქმე, პირველადი სამედიცინო დახმარება – ეს იმ საკითხთა არასრული ჩამონათვალია რასაც რეზერვისტები სწავლობენ. 

პროექტში ჩართვის საშუალება 18-დან 50 წლამდე ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია. ტერიტორიული რეზერვის გავლის შემთხვევაში სტუდენტებს სამხედრო სავალდებულო სამსახური მოხდილად ჩაეთვლებათ. 

ნახეთ მეტი
Back to top button