მთავარიპოლიტიკა

შეხვდნენ სომხეთისა და რუსეთის თავდაცვის მინისტრები: სომხეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერი

სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი დავით ტონოიანი  23 აგვისტოს მოსკოვში შეხვდა რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრს, არმიის  გენერალს სერგეი შოიგუს.  შეხვედრაზე განიხილეს რეგიონალური უსაფრთხოების სიტუაცია და ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის საკითხები. სომხეთის  თავდაცვის მინისტრმა თავის კოლეგას აცნობა ივლისის საომარი მოქმედებების შემდეგ რეგიონში არსებული სამხედრო-პოლიტიკური ვითარების შესახებ.

დავით ტონიანმა ხაზი გაუსვა, რომ ზოგიერთი სახელმწიფოს აგრესიული რიტორიკა და  სამხედრო ხასიათის ნაბიჯები, მიზნად ისახავს რეგიონალური ვითარების დესტაბილიზაციას და მილიტარიზაციას. თავის მხრივ, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა დიდი მნიშვნელობა მიანიჭა   ყველა ქვეყნის მიერ გადადგმული ნაბიჯებს  სტაბილურობის გასაძლიერებლად. ხაზი გაესვა სომხეთ-რუსეთის ურთიერთობების სტრატეგიულ ხასიათს. გარდა ამისა მინისტრებმა განიხილეს სამხედრო თანამშრომლობის სფეროში მომავალი საქმიანობის შესახებ მიღწეული შეთანხმებები.

ნახეთ მეტი
Back to top button