მთავარისაზოგადოება

ავტოკატასტროფის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატისაცემად საქართველოს საელჩოში დაშვებული იქნა სახელმწიფო დროშა

,,არმენპრესი“ წერს, რომ საქართველოში შატილის გზაზე ტრაგიკული ავტოავარიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, სომხეთში საქართველოს საელჩოში დაშვებული იქნა სახელმწიფო დროშა. ამის შესახებ “არმენპრეს”-მა შეიტყო სომხეთში საქართველოს საელჩოს “ფეისბუქის” გვერდზე განთავსებული ინფორმაციიდან. 25 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

23 აგვისტოს, საქართველოს მაღალმთანი შატილის (დუშეთის მუნიციპალიტეტი) მახლობლად მიკროავტობუსი დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან კლდიდან გადავარდა.  ავარიის შედეგად დაიღუპა 17 ადამიანი, 3 მათგანი მძიმე მდგომარეობაში გადაიყვანეს საავადმყოფოში.

საქართველოს პრეზიდენტმა არმენ სარგსიანმა და პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სამძიმარი გამოთქვეს საქართველოში შატილის გზაზე მომხდარი ტრაგიკული ავტოავარიის გამო.

ნახეთ მეტი
Back to top button