პოლიტიკა

“არმია -2020”. რუსეთმა ხელი მოაწერა ხელშეკრულებებს სომხეთთან, ირანთან, აფხაზეთთან და ცენტრალურ აფრიკასთან

,,Tert.am“ წერს, რომ საერთაშორისო სამხედრო-ტექნიკური კონფერენციის ,,არმია 2020“-ის ფარგლებში, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა გენერალმა სერგეი შოიგუმ ოთხი ორმხრივი შეხვედრა გამართა აფხაზეთის, სომხეთის, ირანისა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრებთან.

EADaily- ის ცნობით, შეხვედრების შედეგად ხელი მოეწერა მთავრობათაშორის ხელშეკრულებებს სამხედრო თანამშრომლობის შესახებ. რუსეთთან სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის განსახილველად რუსეთის მინისტრი ასევე შეხვდა ჩინეთის, ინდოეთის და მაროკოს წარმომადგენლებს.

92 ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ სხდომაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა რუსეთის ვიცე-პრემიერ მინისტრი იური ბორისოვი. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების,  სამეცნიერო ორგანიზაციების და წამყვანი სამრეწველო საწარმოების ხელმძღვანელები.

უცხოეთის დელეგაციებისთვის მოეწყო შეიარაღებისა და სამხედრო აღჭურვილობის გამოფენები.

“არმია -2020” ღონისძიების ფარგლებში, გამოფენაზე წარმოადგინეს შეიარაღების უახლესი და პერსპექტიული ნიმუშები, როგორიცაა, მაგალითად T-14 “Armata”, T-90M, T-80 BVM ტანკები, BMPT-72 ტანკების მხარდამჭერი მანქანა, BMP T-15 ქვეითი საბრძოლო მანქანა და სხვა სამხედრო ტექნიკა.

ნახეთ მეტი
Back to top button