პოლიტიკა

ბევრი ლაპარაკი, ცოტა მუშაობა․ საქართველოს ახალი პარლამენტი

,,Armradio.am“ წერს, რომ საპარლამენტო საარჩევნო კამპანია საქართველოში ოფიციალურად რამდენიმე დღეში დაიწყება. ქვეყანაში არსებული კორონავირუსული მდგომარეობის შენარჩუნების შემთხვევაში, არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება. ცესკოს მიერ რეგისტრირებულია არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად განმცხადებელი 68 პარტიიდან – 57.

ეს არჩევნები, რომელიც ჩატარდება განახლებული კონსტიტუციის თანახმად, ძალიან განსხვავდება წინა არჩევნებისგან, ხოლო პარტიების მრავალფეროვნებით, ახლად დამოუკიდებელი საქართველოს პირველი მოწვევის კანონმდებლის მსგავსი იქნება.

ხანგრძლივი მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ, წელს ქართული ოპოზიცია და მმართველი პარტია შეთანხმდნენ, რომ მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება პროპორციულ სისტემასთან უფრო ახლოს. ამრიგად, ქვეყნის ახალი პარლამენტი ჩამოყალიბდება 120 პროპორციული და 30 მაჟორიტარული წესით არჩეული დეპუტატისგან.

საპარლამენტო საქართველოში, ამ არჩევნების შემდეგ, ერთპიროვნული მთავრობა შეუძლია შექმნას პოლიტიკურ ძალას, რომელიც მიიღებს ხმების მინიმუმ 40 პროცენტს. ხოლო პარლამენტში შესვლის ხუთ პროცენტიანი ბარიერის ერთი პროცენტით შეცვლის გზით, ქვეყნის კანონმდებელი ფაქტობრივად ხდება მრავალპარტიული. საქართველოში ექსპერტები ამ ფაქტს სხვადასხვანაირად განმარტავენ.

”ეს არც თუ იმდენად სწორი გადაწყვეტილება იყო, რადგან პარლამენტი დაემსგავსება ვეჩეს, სახალხო კრებას, ზვიად გამსახურდიას და ედუარდ შევარდნაძის წლების პარლამენტს, ე.ი.  იქნება მრავალპარტიული, რაც შეამცირებს მოქმედების შეძლებისუნარიანობას, ”ბევრს ილაპარაკებენ და ცოტას იმუშავებენ”, – ამბობს პოლიტოლოგი არნო ხიდიბეგიშვილი.

ზოგი ექსპერტი მიიჩნევს, რომ მრავალპარტიული საკანონმდებლო ორგანო განავითარებს ქვეყნის დემოკრატიულ ინსტიტუტებს.

ვან ბაიბურთი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის საპარლამენტო მრჩეველი და პარლამენტის ყოფილი წევრი, თვლის, რომ ეს პარლამენტი ჰგავს 1992 წლის პარლამენტს პარტიულ მრავალფეროვნებაში.

რაც შეეხება სომეხ დეპუტატთა წარმომადგენლობას, იგი აღნიშნავს, რომ ბოლო წლებში მათი რიცხვი სამს არ აღემატება. ახლად დამოუკიდებელ საქართველოს ისტორიაში სომეხი დეპუტატების რეკორდული რაოდენობა მეხუთე მოწვევის პარლამენტში იყო․

”1999-2004 წლებში მე-5 მოწვევის პარლამენტში მეც ვიყავი დეპუტატი, სომეხ დეპუტატთა რაოდენობა 6-ს აღწევდა. ”სამი მაჟორიტარული სისტემით იყო არჩეული, სამი კი პროპორციული სისტემით”.

საქართველოს ისტორიაში, ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლობა საკანონმდებლო ორგანოში საბჭოთა წლებში თითქმის არნახული იყო. 450 კანონმდებელს შორის, სომეხ დეპუტატთა რაოდენობა 17-19 -ს ფარგლებში მერყეობდა.

საქართველოს ბოლო სამი მოწვევის პარლამენტში სამი სომეხი დეპუტატი იყო. ახლად არჩეულ პარლამენტშიც ალბათ ეს რიცხვი  შენარჩუნდება.

ნახეთ მეტი
Back to top button