მთავარისაზოგადოება

პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის და პრეზიდენტ არმენ სარგსიანის მისამძიმრება შატილში მომხდარი ტრაგიკული ავტოკატასტროფის გამო

,,1in.am” წერს, რომ დუშეთის რეგიონში მომხდარი ტრაგიკული ავტოკატასტროფის გამო, პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სამძიმრის დეპეშა გაუგზავნა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას. დეპეშაში ნათქვამია:

“თქვენო აღმატებულობავ,

დიდი მწუხარებით შევიტყვე დუშეთის რეგიონში მომხდარი ტრაგიკული ავტოავარიის შესახებ, რომელიც მრავალრიცხოვანი უდანაშაულო მსხვერპლის მიზეზი გახდა.

”თქვენი და ძმური ქართველი ხალხის მწუხარების გაზიარებით, სამძიმრებს და მხარდაჭერას ვუცხადებ გარდაცვლილთა ოჯახებს და სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ დაჭრილებს”.

,,არმენპრესი“ კი წერს, რომ სრ პრეზიდენტმა არმენ სარგსიანმა სამძიმრის დეპეშა გაუგზავნა საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს სოფელ შატილის მახლობლად სამგზავრო მიკროავტობუსის ავარიის გამო, რამაც გამოიწვია ადამიანის მსხვერპლი.

როგორც “არმენპრეს”-ს აცნობა სრ პრეზიდენტის აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის წარმომადგენელმა, არმენ სარგსიანმა გულწრფელი სამძიმარი განუცხადა დაღუპულთა ახლობლებს, უსურვა მათ მოთმინება და გამბედაობა, ხოლო დაჭრილებს კი – სწრაფი გამოჯანმრთელება.

ნახეთ მეტი
Back to top button