,,1in.am” წერს, რომ ჩვენს სხვადასხვა კომენტარებში ასევე აღვნიშნეთ, რომ თანათავმჯდომარეების, განსაკუთრებით კი რუსეთის როლი ტავუშში მომხდარი მოვლენების დროს, ძალზე მნიშვნელოვანი იყო და ხელი შეუწყო ჩვენს დეესკალაციას. ამის შესახებ ,,1in.am” – თან საუბარში განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა ზოჰრაბ მნაცაკანიანმა,შეეხო რა სერგეი ლავროვის განცხადებას, რომ რუსეთი მუშაობს ეუთოს მინსკის ჯგუფთან, რათა რაც შეიძლება მალე განაახლონ მთიანი ყარაბაღის მოლაპარაკებები.
”ჩვენ ვიყავით და ვრჩებით მოლაპარაკების პროცესის ერთგული. ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ სამშვიდობო პროცესს ალტერნატივა არ აქვს. აუცილებელია სამუშაოების განახლება ნებისმიერ დროს. ამ თვალსაზრისით, ჩვენი ბოლო შეხვედრა იანვარში იყო, ჩვენ შევიმუშავეთ ჩვენი შემდეგი ნაბიჯები, და ეს ნაბიჯები ძალაში რჩება”,- აღნიშნა მან და დასძინა, რომ ახლა ისინი ეთათბირებიან თანათავმჯდომარეებს, თუ როგორ განაახლონ სწრაფად სამუშაოები.