
სომხეთი და რუსეთი მიიჩნევენ ერთობლივ საწარმოთა დაარსებას და წარმოების ორგანიზებას კერძო სამხედრო-სამრეწველო კომპანიების მიერ.
,,სპუტნიკი სომხეთი“ წერს, რომ “არმია -2020” საერთაშორისო სამხედრო-ტექნიკური ფორუმის ფარგლებში, სრ თავდაცვის მინისტრი დავით ტონოიანი შეხვდა რუსეთის ფედერაციის სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის ფედერალური სამსახურის დირექტორს დიმიტრი შუგაევს და რუსული სახელმწიფო კომპანია “როსობორონექსპორტის” დირექტორს ალექსანდრე მიხეევს. ამის შესახებ ინფორმაცია ფეისბუქის გვერდზე განათავსა სრ თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა შუშან სტეფანიანმა.

სტეფანიანმა აღნიშნა, რომ შეხვედრის დროს განიხილეს სომხეთ-რუსეთის ორმხრივი სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის პროცესი და მომავალი საქმიანობა.
მხარეებმა მაღალი შეფასება მისცეს არსებული ხელშეკრულებების შესრულების პროცესს, შეთანხმდნენ რიგი ახალი ხელშეკრულებების შესრულების პირობებსა და გზებზე.

ორივე მხარემ ასევე მნიშვნელობა მიანიჭა კერძო სამხედრო-სამრეწველო კომპანიების მიერ ერთობლივ საწარმოთა შექმნას და წარმოებათა ორგანიზებას.
”მინისტრი დავით ტონოიანი ასევე ეწვია ”ტაქტიკური სარაკეტო შეიარაღების” კომპანიის პავილიონს, გაეცნო წარმოებულ უახლეს საშუალებებს, შორი და ზუსტი რაკეტების ნიმუშებს. ”შემდეგ კომპანიის მენეჯმენტთან ერთად თავდაცვის სამინისტროს დელეგაციამ იმსჯელა თანამშრომლობის საკითხებთან დაკავშირებით”, – წერს სრ თავდაცვის სამინისტროს სპიკერი.

დავით ტონოიანმა ასევე დაათვალიერა სხვა საწარმოების პავილიონები, რომლებიც თანამშრომლობენ სრ თავდაცვის სამინისტროებთან.
შეგახსენებთ, რომ სრ თავდაცვის მინისტრი დავით ტონოიანი მოსკოვში იმყოფება “საერთაშორისო არმიის თამაშები -2020” ღონისძიების ფარგლებში. ის მოსკოვში უკვე შეხვდა რუსეთის თავდაცვის მინისტრს, არმიის გენერალ სერგეი შოიგუს.