მთავარისაზოგადოება

ჯავახეთის სტუდენტებს სპეციალური ნებართვით შეუძლიათ სომხეთში გამგზავრება

,,Armradio.am“ წერს, რომ საქართველოს მოქალაქეობის მქონე იმ სტუდენტებს, რომლებიც საქართველოში იმყოფებიან და სომხეთის სხვადასხვა უნივერსიტეტებში სწავლობენ, შეეძლებათ სომხეთში ჩამოსვლა. სასწავლებლად სომხეთში ჩამოსასვლელად, სტუდენტებმა უნდა მიმართონ სომხეთის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, რის შემდეგაც სამინისტრო სტუდენტთა მონაცემებს გაუგზავნის საქართველოში სომხეთის საელჩოს, ხოლო საელჩო მონაცემებს უგზავნის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს.

Jnews-ის ცნობით, 24 აგვისტოს მდგომარეობით, სომხეთის საელჩომ საქართველოში უკვე მიიღო 50 სტუდენტის სია და იგი გაგზავნა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში.

სტუდენტებმა უნდა წარმოადგინონ განაცხადები [email protected]– ზე. ელ.ფოსტით ან დარეკონ შემდეგ ნომერზე +37410 57 63 96.

შეკითხვების ან დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სტუდენტებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შეფასებისა და ტესტირების ცენტრის თანამშრომელს გაიანე გევორგიანს (მობ. +37494 120 120) ან თერეზა ჰალაჯიანს (მობ. +37443 517 518).

ნახეთ მეტი
Back to top button