საზოგადოება

ერევანში შეიქმნება სახალხო გვარდია: თავდაცვის სამინისტრომ კანონპროექტი საზოგადოებას განსახილველად წარუდგინა

სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრომ საჯარო განხილვისთვის  წარადგინა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც განსაზღვრულია ქალაქ ერევანში სახალხო გვარდიის შექმნა, მართვა  და მოხალისეების რეგისტრაცია. ამის შესახებ ინფორმაცია „ფეისბუქის“ საკუთარ  გვერდზე განათავსა  სომხეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა შუშან სტეპანიანმა.

„კანონპროექტის წარდგენა გამომდინარეობს სომხეთის რესპუბლიკის დაცვის საერთო-ეროვნული ხასიათის მიცემის თვალსაზრისიდან, მოწინააღმდეგის მხრივ ნებისმიერი ძალადობის მცდელობისას მისთვის საკადრისი პასუხის გაცემის მიზნით“, – წერს შუშან სტეპანიანი.  

პოტენციური მოწინააღმდეგის საომარი მოქმედებების შესწავლამ გვიჩვენა, რომ საომარი მოქმედებების სიმძიმის ცენტრი ქვეყნის სიღრმეზე გადაადგილება შეიძლება მოხდეს დივერსიული ან ტერორისტული ან სადაზვერვო ან სპეცოპერაციების ძალების, აგრეთვე მტრის ძალების ინფილტრატული ჯგუფების ფართო გამოყენებით. მათი დაპირისპირების, განეიტრალების ან განადგურების მიზნით, აუცილებელია მოქალაქეტა  ძალების მობილიზება, რომელიც შეძლებს საომარი მოქმედებების დროს საიმედოდ დაიცვას ქვეყნის ტერიტორია, მოსახლეობა, ძირითადი საშუალებები და ინფრასტრუქტურა.

გათვალისწინებულია დამატებების შეტანა “თავდაცვის შესახებ” სომხეთის რესპუბლიკის კანონში, რომლითაც  განისაზღვრება სახალხო გვარდიის არსი, მიზნები, სტრუქტურა და ჩამოყალიბების საკითხები.

ნახეთ მეტი
Back to top button