მთავარისაზოგადოება

მაშველებმა ქანაქერ-ზეითუნში ჩამონგრეული შენობის ნანგრევებიდან ორი ახალშობილი გამოიყვანეს

,,სპუტნიკი სომხეთის“ ინფორმაციით, დილით, ქანაქერ-ზეითუნში, რაინისის ქუჩის 3 ნომერში აფეთქების შედეგად ჩამონგრეული ოთხსართულიანი პანელის შენობის ნანგრევებიდან მაშველებმა ამოიყვანეს ორი ახალშობილი. ამის შესახებ ,,სპუტნიკი სომხეთის“ კორესპონდენტთან საუბრისას განაცხადეს მეზობლებმა. სამძებრო და სამაშველო სამუშაოები გრძელდება.
საგანგებო სიტუაციების მინისტრის ფელიქს ცოლაკიანის განცხადებით, ნანგრევების ქვეშ სულ ცოტა ერთი მაცხოვრებელი მაინც არის. ცოტა ხნის წინ მაშველებმა ნანგრევებიდან ორი მოქალაქე ამოიყვანეს. ჯანდაცვის მინისტრის არსენ თოროსიანის განცხადებით, ერთ-ერთი მათგანის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. წინასწარი ინფორმაციით, შენობის ნანგრევებიდან გამოიყვანეს 21 მოქალაქე.

შემთხვევის ადგილზე მომუშავე ჩვენი კორესპოდენტის ცნობით, შენობის ჩამონგრევის შედეგად დაზიანდა მეზობლად აშენებული სახლი, ძლიერი აფეთქების ტალღამ დააზიანა მეზობელი საცხოვრებელი სახლი.
შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან საგანგებო სიტუაციების და ჯანმრთელობის მინისტრები, ერევნის მერი ჰაიკ მარუთიანი. მანამდე ადგილზე პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანიც იმყოფებოდა.

ნახეთ მეტი
Back to top button