როგორც „არმინფო. ინფო“ წერს, “არმია -2020” კონფერენციის ფარგლებში, სომხეთის თავდაცვის მინისტრმა დავით ტონოიანმა განაცხადა მოსკოვთან სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის უპრეცედენტო დონის შესახებ. თავდაცვის მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ვერცერთი სახელმწიფო ვერ შეედრება სომხეთსა და რუსეთს შორის სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის დონეს. მან გულწრფელად მადლობა გადაუხადა რუსულ მხარეს კოროვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში მხარდაჭერისთვის.
”ასევე შეეხნენ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას სამხედრო განათლების სფეროში. ყოველწლიურად რესპუბლიკა რუსეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში პროფესიული მომზადებისთვის აგზავნის კურსანტებსა და ოფიცრებს”, – თქვა დავით ტონოიანმა.