
26 აგვისტოს, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დავით ტონოიანმა მიიღო სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გიორგი საგანელიძე და სომხეთში საქართველოს საელჩოს სამხედრო ატაშე პოლკოვნიკი გაგა ხაჩიძეს.
სომხეთის თავდაცვის მინისტრმა მადლობა გადაუხადა პოლკოვნიკ ხაჩიძეს მხარეთა თავდაცვის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის განვითარების ხელშესაწყობისათვის და წარმატებები უსურვა მას შემდგომ საქმიანობაში.
შეხვედრის დროს განიხილეს სომხეთ-საქართველოს თანამშრომლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, ასევე ურთიერთთანამშრომლობის სხვა საკითხები.
ორი ქვეყნის უსაფრთხოების ურთიერთკავშირის გათვალისწინებით, მათ ასევე გაცვალეს მოსაზრებები რეგიონალური მოვლენების შესახებ.