
სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ ზოჰრაბ მნაცაკანიანსა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს შორის შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ცნობას აქვეყნებს სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქართველ კოლეგას პირადად მიუსამძიმრა შატილის გზაზე დატრიალებული ტრაგედიის გამო.
მინისტრებმა გაცვალეს ინფორმაციები კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოსა და სომხეთში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების თაობაზე. საუბრის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო ორი ქვეყნის დღის წესრიგში არსებულ საკითხებს და რეგიონში არსებულ მდგომარეობას.