საზოგადოება
შრომა დაუფასდათ: სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ტავუშის ბრძოლებთან დაკავშირებით დააჯილდოვა სამხედრო მწარმოებლები

რიგი სამხედრო მწარმოებლები, რომლებმაც აქტიური მონაწილეობა მიიღეს სომხეთ-აზერბაიჯანის სასაზღვრო დაძაბულობის დღეებში, დაჯილდოვდნენ სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის გადაწყვეტილებით. ეს ახალი ამბავი მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიის მინისტრმა ჰაკობ არშაკიანმა თავის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე განათავსა.
”მე ახლახან მივიღე პრემიერ მინისტრის გადაწყვეტილება, რომ ტავუშის რეგიონში სომხეთ-აზერბაიჯანის სასაზღვრო ბრძოლებში აქტიური მონაწილეობისთვის სამხედრო-სამრეწველო ობიექტები დაჯილდოვდნენ”, – წერს მინისტრი.