პოლიტიკა

შუალედური გადაწყვეტა. რატომ გადაწყდა სწორედ ახლა სახალხო გვარდიის შექმნა?

,,სპუტნიკი სომხეთი“ წერს, რომ ანალიტიკური ცენტრის “ჰენაკეტის” ხელმძღვანელმა, არცახის პრეზიდენტის უსაფრთხოების საკითხებით ყოფილმა მრჩეველმა ტიგრან აბრაჰამიანმა, ,,სპუტნიკი სომხეთი“-ს ეთერში ისაუბრა სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინიციატივაზე, ერევანში სახალხო გვარდიის შექმნის შესახებ.

სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრომ საზოგადოებას განსახილველად წარუდგინა კანონპროექტები, რომელთა მიხედვითაც განისაზღვრება ქალაქ ერევანში სახალხო გვარდიის შექმნის და მართვის, მათ მობილიზებასთან დაკავშირებული ურთიერთობები.
ანალიტიკური ცენტრის “ჰენაკეტის” ხელმძღვანელის, არცახის პრეზიდენტის უსაფრთხოების საკითხებით ყოფილი მრჩეველის ტიგრან აბრაჰამიანის თქმით, ინიციატივა ძალზე მოსალოდნელი, დაგვიანებულიც კია, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ამ ეტაპზე მაინც მიიღოს ხორცშესხმა. მისივე თქმით, პროექტი შემუშავებას საჭიროებს. შემთხვევითი არ არის, რომ თავდაცვის სამინისტრომ ის საზოგადოებრივ განხილვაზე წარადგინა, ამიტომ შესაძლოა დისკუსიების ფართო სპექტრი მოიცვას.

”უფრო მეტიც, შესაძლებელია არა მხოლოდ ასეთი დოკუმენტის ოპტიმალური ვერსიით ქონა, არამედ სამუშაო მექანიზმების შემცველი დოკუმენტის არსებობა. კარგი იქნება, თუ საჯარო დებატები მოემსახურება საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, მით უმეტეს, რომ სახალხო გვარდიის შექმნის ინიციატივა გულისხმობს მოხალისეობის პრინციპს, აქედან გამომდინარე მოხალისეობის ასფუძველზე დიდი მონაწილეობა შეიძლება უზრუვნელყოფილ იქნას მხოლოდ საზოგადოების ფართო ცნობიერების მეშვეობით“,-აღნიშნავს ანალიტიკური ცენტრის “ჰენაკეტის” ხელმძღვანელი.
აბრაჰამიანის თქმით, ინიციატივა ჩვენს რეგიონში შექმნილი სამხედრო-პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარეობს. და ამ ვითარებაში რეგულარული ჯარი, ნებისმიერ შემთხვევაში და სხვადასხვა სიტუაციებში საჭიროა შეივსოს ბრძოლისუნარიანი რეზერვით, ამიტომ ეს მოდელი, რომელმაც ჯერ უნდა გაიაროს განხილვების და შემუშავებების ეტაპი, შესაძლებლობას მისცემს არა მხოლოდ ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებების, არამედ სხვა სიტუაციის გამწვავების, პოლიტიკური განცხადებებით გამოწვეული ან მათი შედეგებით გამოწვეული საფრთხეების შემთხვევაში, მობილური ქვედანაყოფების ქონას, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში არასრული მობილიზაციის პირობებში აღმოჩნდებიან სასაზღვრო ზონაში.

”სინამდვილეში, ეს არის სარეზერვო ძალები, რომლებიც სხვადასხვა სცენარის შემთხვევაში უზრუნველყოფს სომხეთისა და არცახის უსაფრთხოებას. ჩვენი რეზერვი დღესაც საკმაოდ დიდია მისი რაოდენობით და საჭიროა შუალედური ვერსიის ქონა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რეზერვი, როგორც ასეთი, გაუქმდება. გამორიცხული არ არის, რომ რეზერვების 10-15% შევიდეს სახალხო გვარდიაში, მაგრამ ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სიტუაციაში რა  მოდელს აირჩევენ”, – ამბობს ”ჰენაკეტის” ანალიტიკური ცენტრის ხელმძღვანელი.
მისი შეფასებით, თავდაცვის სამინისტროს ინიციატივა, ფაქტობრივად, შუალედური გამოსავალია, რაც საშუალებას მოგვცემს ხანმოკლე ვადაში გვქონდეს უფრო ეფექტური რეზერვი, მობილური დანაყოფები, რომელთა მართვის, ინფორმირებულობის, მუშაობის ორგანიზებისა და ჩართულობის საკითხები განსაზღვრულ ეტაპზე უფრო მკაფიო იქნება.

ნახეთ მეტი
Back to top button