პოლიტიკა

”ჩვენ თითქმის იგივე მოწინააღმდეგეები გვყავს“: ტონოიანი რუსეთში

რუსეთი არის სომხეთის წამყვანი სამხედრო-ტექნიკური პარტნიორი და, ზოგიერთი მიმართულებით ̶ ერთადერთი. ასეთი განცხადება გააკეთა სომხეთის  თავდაცვის მინისტრმა დავით ტონოიანმა ტელეკომპანია “ზვეზდა”-სთან ინტერვიუში.

სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი მონაწილეობს მოსკოვში გამართულ სამხედრო კონფერენციაში “არმია -2020”.

მინისტრის თქმით, სომხური მხარე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მონაწილეობას სამხედრო-ტექნიკურ კონფერენციაში. ყოველწლიურად ახალი კონტრაქტები იდება.

”ჩვენ ძალიან კარგი დინამიკა გვაქვს, რაც მრავალი წლის განმავლობაში არ მომხდარა. სომხეთი ყიდულობს თანამედროვე, განახლებულ იარაღებს, რომლებიც არის რუსეთის ფედერაციის შეიარაღებაში. ჩვენ ვცდილობთ უკან არ ჩამოვრჩეთ, რადგან თითქმის ერთი და იგივე იგივე მოწინააღმდეგეები გვყავს”, – თქვა ტონოიანმა.

მან ასევე თქვა, რომ სომხურ-რუსულმა კერძო კომპანიებმა ხელი მოაწერეს სამხედრო ხელშეკრულებებს სომხეთში პროდუქციის წარმოების შესახებ.

მინისტრმა აღნიშნა, რომ დაგეგმილია სომხური სუ -25 გამანადგურებლების მოდერნიზაცია, რომელზეც შეთანხმება  ახლახან გაფორმდა. ტონოიანის თქმით, მოდერნიზაცია საშუალებას მისცემს ამ თვითმფრინავების გამოყენებას თანამედროვე საბრძოლო მოქმედებებში.

შეგახსენებთ, რომ სომხეთი რუსულ შეიარაღებას შიდა ფასებით ყიდულობს. ამასთან, ქვეყანა თავისი სტრატეგიული მოკავშირისგან ბევრი სახეობის იარაღს ღებულობს უსასყიდლოდ.

ნახეთ მეტი
Back to top button