ანალიტიკამთავარი

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი მოსკოვში: ლავროვმა გაიხსენა სომხეთის მეგობრები

როგორც „Lragir.am“-ი წერს,  აზერბაიჯანის ახალი საგარეო საქმეთა მინისტრის ჯეიჰუნ ბაირამოვის პირველი ვიზიტი მოსკოვში, ზოგიერთი მოლოდინის თვალთახედვით,  შეიძლება შეფასდეს მინიმუმ ჩავარდნილად, ყოველ შემთხვევაში თუ  ვიმსჯელებთ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ  სერგეი ლავროვთან ერთად   გაკეთებული განცხადებებით ერთობლივი პრესკონფერენციის დროს.

კერძოდ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე შეკითხვაზე პასუხის გაცემისას, ელოდება თუ არა აზერბაიჯანი მედიაციის უფრო ეფექტურ ფორმატს და გაეროს უშიშროების საბჭოს 4 რეზოლუციის განხორციელების მექანიზმის ცვლილებას, არის თუ არა მოსკოვსა და ბაქოს შორის ურთიერთგაგება, ლავროვმა თქვა, რომ მინსკის ჯგუფის ფორმატის და მექანიზმის შეცვლის საქმეში ”ჯიუტობა”  ეხება  მოლაპარაკებების მხარეთა  შემადგენლობის ცვლილებას.

ლავროვმა განაცხადა, რომ მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა წლების განმავლობაში უამრავი სამუშაო გააკეთეს და შეიმუშავეს საერთო, მაგრამ უზარმაზარი ბაზა, “რომლის დაკარგვაც მტკივნეული იქნებოდა”. ”სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ სხვდასხვა მცდელობებს, მათ შორის მოლაპარაკებების მხარეების შემადგენლობის შეცვლის მცდელობებს, რაც თანათავმჯდომარეებისთვის მიუღებელია“.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უმიზნებს სომხეთის მიდგომას არცახის მოლაპარაკების მხარედ გახდომის საკითხში.  როგორც ჩანს, სომხეთი ცდილობს შეცვალოს მოლაპარაკებების შემადგენლობა. ამავე დროს, აზერბაიჯანი ან თურქეთი ცდილობენ აზერბაიჯანის მეშვეობით შეცვალონ შუამავლების შემადგენლობა და ფორმატი. როგორც ჩანს, ლავროვი მიანიშნებს,  შუამავლების ფორმატის ცვლილებების საკითხში ბაქო შესაძლებელია შეეჯახოს მომლაპარაკებელი მხარეების შემადგენლობის ცვლილების საკითხს, ამიტომაც უნდა შეეგუოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეობას.

აზერბაიჯანმა დაიწყო ღია პრეტენზია თანათავმჯდომარეების მიმართ ტავუშური ალიყურის მიღების შემდეგ. დიპლომატიური კორპუსის მიზანში ამოღება  და მამედიაროვის მოხსნა თანათავმჯდომარეებისათვის სიგნალი იყო ბაქოს გადადგმული ნაბიჯების ირგვლივ,  ე. წ. „ნულიდან დაწყება“ მიმართულია ფორმატის ცვლილებებისაკენ.    ბაირამოვი აშკარად გაემგზავრა მოსკოვში ამ საკითხში  რუსეთის მხარდაჭერის მისაღებად. აღსანიშნავია,  რომ  მანამდე  იგი  ანკარაში  იყო  და  იქ „მოინათლა“.

როგორც ჩანს, ბაქო რუსეთს სთავაზობს ანკარასთან ერთად გადაჭრას საკითხები და  არა ვაშინგტონსა  და პარიზთან ერთად. ლავროვის განცხადებაში ნათქვამია, რომ მოსკოვი უარყოფს შეთავაზებას. აღსანიშნავია, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ივლისის სასაზღვრო ბრძოლასთან დაკავშირებით, განაცხადა, რომ ისინი იმედოვნებენ, რომ მსგავსი რამ აღარ მოხდება. ამ გაგებით, ლავროვმა პასუხი საკმაოდ ორაზროვანი წინადადებით დაასრულა. ”სხვა დაინტერესებულ  ქვეყნებთან,  აზერბაიჯანისა  და სომხეთის მეგობრებთან ერთად, ჩვენ  ყველანაირად  ხელს შევუწყობთ ამას“.  რა ჰქონდა ლავროვს მხედველობაში, როცა ლაპარაკობდა  სომხეთისა და აზერბაიჯანის მეგობრებზე? არ არის გამორიცხული, რომ მოსკოვი აზერბაიჯანს  მიანიშნებს, რომ ფორმატის შეცვლის მიზეზი და ველის ანკარასთან გაყობის  საკითხი მხოლოდ  მათი გადასაწყვეტი არ არის. თუ აზერბაიჯანს ჰყავს მეგობარი თურქეთი, მაშინ სომხეთის მხარესაა მეზობელი და მეგობარი ირანი, მეგობრები აშშ და საფრანგეთი, რომელსაც აზერბაიჯანი თვითონ აკრიტიკებს სომხეთის სასარგებლოდ მუშაობისათვის.   არ არის გამორიცხული, რომ ამ ჩამონათვალში  ადგილი გამოინახება ჩინეთისთვისაც.

ნახეთ მეტი
Back to top button