თურქული აგრესიის ახალი სამიზნე. ანკარა სცდება კასპიის აუზს

,,Lragir.am” წერს, რომ ტავუშში ბაქოს დამარცხების შემდეგ ანკარამ, რომელიც ახორციელებდა აზერბაიჯანის სამხედრო-პოლიტიკურ მითვისებას, დაიწყო ჯაჭვური გაგრძელება, როგორც ნავარაუდევი იყო. აზერბაიჯანის სამხედრო-პოლიტიკური დაუფლების თურქული მიზანი არ შემოიფარგლება მხოლოდ კავკასიით და სომხური სახელმწიფოებრიობიდან პათოლოგიური განგაშით.
აზერბაიჯანი ანკარასთვის პლაცდარმია კასპიის რეგიონისა და ცენტრალური აზიისაკენ. თურქეთი უკვე დგამს პირველ ნაბიჯებს, მიზანში აქვს ამოღებული რა ცენტრალური აზიის რეგიონის ერთადერთი არათურქული სახელმწიფო და ეთნოსი -ტაჯიკეთი და ეთნიკური ტაჯიკები.
უდავოდ, ანკარას დარტყმა ირანზეა მიმართული. თურქეთმა, ოფიციალური ტაშკენტის ჩუმი თანხმობით, გაატარა სამარკანდის და მის გარშემო მცხოვრები ტაჯიკების რეპრესიების პოლიტიკა, დათრგუნა ინიციატივები რეგიონში ტაჯიკების ეროვნული თვითმყოფადობის აღსადგენად.
ანკარას ზეწოლის წარმატებით გაგრძელების შემთხვევაში ეჭვგარეშეა რეგიონში თურქული გავლენა მნიშვნელოვნად გაიზრდება, თავის მხრივ, გამოიწვევს ირანის გავლენის შემცირებას და თანდათანობით გამოდევნის პერსპექტივას. ამავე დროს, ეს გამოიწვევს ირანის როლის შემცირებას კასპიის აუზში.
სინამდვილეში, “ძმობის ფიცით” თურქეთმა აზერბაიჯანი სამხედრო-პოლიტიკურ ბაზად გადააქცია კასპიის ზღვისა და ცენტრალური აზიის მიმართულებით. როგორ გავლენას იქონიებს ეს ამ რეგიონის სახელმწიფოებისა და ხალხების დამოკიდებულებაზე ბაქოს მიმართ?
აზერბაიჯანმა პირველი ზარი გაცილებით ადრე მიიღო ყაზახეთის მესაზღვრეებისგან. ეს, ალბათ პირველი იქნება, მაგრამ არა ბოლო, თურქეთის მისწრაფებებისა და მიზნების გათვალისწინებით.
შეძლებს თუ არა ანკარა ცენტრალური აზიის რეგიონის რთული კვანძების გათამაშებას და დახვეწილი ეთნიკური კავშირების საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ გამოყენებას ირანისთვის მნიშვნელოვანი პრობლემების შესაქმნელად? როგორ ადევნებენ თვალყურს ამას რუსეთი და ჩინეთი, მისცემენ თუ არა თურქეთს რეგიონალური გავლენისთვის ახალ ტერიტორიას?