მთავარისაზოგადოება

პრეზიდენტი არმენ სარგსიანი შეხვდა ტურისტული კომპანიების ხელმძღვანელებს

სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი არმენ სარგსიანი შეხვდა ტურისტული კომპანიების ხელმძღვანელთა ერთ ჯგუფს.

აღნიშნა რა, რომ  ეს არის მისი მეორე გაფართოებული შეხვედრა ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებთან, პრეზიდენტმა სარგსიანმა შესთავაზა მისი ჩატარება უფრო პრაქტიკულ ატმოსფეროში.  საუბარი შეეხო  რესპუბლიკის  პრეზიდენტისა და  საპრეზიდენტო ინსტიტუტის ხელშესახები მხარდაჭერის შესაძლებლობებს.

როგორც “არმენპრესს” აცნობეს   პრეზიდენტის აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებიდან,  ტურისტული კომპანიების ხელმძღვანელებმა წარმოადგინეს მთელი რიგი საკითხები, კერძოდ, მოხსენიებულ იქნა ამ სფეროს აღდგენისკენ მიმართული შესაძლო ნაბიჯები,  მათ შორის სახელმწიფო მხარდაჭერის საჭიროება. აღინიშნა, რომ  პრეზიდენტთან წინა შეხვედრის შემდეგ გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა ამ მიმართულებით. ასევე ხელმისაწვდომი  გახდა არსებული სიტუაციის შესახებ  ინფორმაცია.

პრეზიდენტ სარგსიანმა აღნიშნა, რომ ინფორმაცია არსებულ ვითარებაზე, ისევე როგორც ქვეყანასა და კონკრეტულ სფეროებზე, ძალიან მნიშვნელოვანია. ამ თვალსაზრისით, უფრო გასაგები იქნება სიტუაცია, თუ სამგზავრო კომპანიებს თავად ექნებოდათ წარმომადგენლობები საზღვარგარეთ, მიიღებდნენ  უშუალო ინფორმაციას და მათ პარტნიორებს გადასცემენ.  ილაპარაკა რა  პრეზიდენტის ინსტიტუტის მხარდაჭერაზე, მან დამსწრეებს შესთავაზა შექმნან სამუშაო ჯგუფი  და ჩამოაყალიბონ ის ძირითადი მიმართულებები, სადაც დახმარებაა საჭირო.  

არმენ სარგსიანმა ასევე ისაუბრა საპრეზიდენტო ინსტიტუტის მიერ ინიცირებულ სომხეთში არაერთი პროგრამისა და საერთაშორისო ღონისძიების ჩატარებაზე, რაც ასევე ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას და  ქვეყნის გაცნობას.

ნახეთ მეტი
Back to top button