მთავარისაზოგადოება
საქართველოში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 40 — StopCov

,,News.on.ge” წერს, რომ 27 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 40-ით გაიზარდა.
ჯამში, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 1 447-მდე გაიზარდა, გამოჯანმრთელებულია 1 190 ადამიანი, გარდაცვლილი კი — 19. კარანტინის რეჟიმში რჩება 6 010 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 236 პაციენტია.