ეკონომიკამთავარი

სომხეთი გააძლიერებს კიბერ დაცვას და შექმნის საკუთარ cloud მომსახურებას

,,სპუტნიკი სომხეთი“ წერს, რომ მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიის მინისტრმა, ჰაკობ არშაკიანმა აღნიშნა, რა ნაბიჯები გადაიდგმება ქვეყანაში კიბერუსაფრთხოების დონის ასამაღლებლად.

სომხეთი გააძლიერებს კიბერ დაცვას და შექმნის საკუთარ cloud ინფრასტრუქტურას. ინფორმაცია დღეს პრესკონფერენციაზე გააცნო სრ მაღალტექნოლოგიური მრეწველობის მინისტრმა, ჰაკობ არშაკიანმა.

არა მხოლოდ ტავუშში ივლისის მოვლენების შემდეგ, არამედ მანამდე სამინისტროში განიხილეს კიბერუსაფრთხოების ეროვნული ცენტრის შექმნის საკითხი. იქ შემუშავდება პროგრამები სომხური ინტერნეტ რესურსებისა და ინტერნეტ სივრცის უსაფრთხოების გასაზრდელად.

”გვსურს შევქმნათ cloud – მომსახურება, უფრო მეტიც, საჭიროების შემთხვევაში, სახელმწიფოებრივი ან სახელმწიფოს მონაწილეობით. ეს ხელს შეუწყობს თავდაცვის დონის გაზრდას”, – დასძინა მინისტრმა.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის ივლისში სასაზღვრო ვითარების გამწვავებას თან ახლდა კიბერ შეტევები აზერბაიჯანული ჰაკერების მიერ. ამის საპასუხოდ, სომხურმა მხარემ  რამდენიმე აზერბაიჯანული ვებ – გვერდი გატეხა.

ნახეთ მეტი
Back to top button