ეკონომიკა

სომხეთი ყურადღებით აკვირდება აზერბაიჯანულ კომპანიაზე ქართული კავკასუს ონლაინის 49% –ის მიყიდვასთან დაკავშირებულ პროცესს

,,News.am” წერს, რომ სომხეთი ყურადღებით აკვირდება ქართული Caucasus Online-ის 49%-ის აზერბაიჯანულ კომპანიისთვის მიყიდვასთან დაკავშირებულ პროცესს. ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებს აცნობა სრ მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიის მინისტრმა, ჰაკობ არშაკიანმა.

”ამ საკითხთან დაკავშირებით არ მსურს უკიდურესობებში ჩავვარდეთ”, – აღნიშნა მინისტრმა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ არსებითად ერთ-ერთმა კომპანიამ მარეგულირებელი კომისიის დამტკიცების გარეშე დაიწყო აქციების გაყიდვის პროცესი, რასთან დაკავშირებითაც ახლა დაიწყო სასამართლო პროცესები საქართველოში.

”ახლა ჩვენი ქართველი პარტნიორები ამ საკითხით არიან დაკავებული და მე კომენტარის გაკეთებაც არ მსურს, რადგან ეს ეხება მეზობელ ქვეყანაში მიმდინარე მარეგულირებელ და კომერციულ პროცესებს. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით სიტუაციას, ვნახოთ, როგორ დასრულდება”,- დაასკვნა არშაკიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button