ეკონომიკამთავარი

სომხეთი შეიძლება აღმოჩნდეს მაღალი დიგიტალიზაციით მართვადი ქვეყნების ჯგუფში: მაღალი ტექნოლოგიების ინდუსტრიის მინისტრი

გაეროს ელექტრონული მმართველობის განვითარების კვლევის ექსპერტების აზრით, სომხეთი მალე აღმოჩნდება მაღალი დიგიტალიზაციით მართვად  ქვეყნებს შორის.

როგორც “არმენპრესი” იუწყება “, ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიის მინისტრმა ჰაკობ არშაკიანმა განაცხადა 26 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე.

”კვლევის შედეგების თანახმად, სომხეთი შედის იმ ადამიანური კაპიტალის განვიტარების ზრდისსფეროში   მოწინავე მაჩვენებლის მქონექვეყნების სიაში.  კვლევის ავტორების აზრით, სომხეთი მალე გადავა დიგიტალიზიებულიდან, ძალიან ამღალი დიგიტალიზიით მართვადი ქვეყნების ჯგუფში”, – თქვა არშაკიანმა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ამავე კვლევის შედეგების მიხედვით, სომხეთმა 2020 წელს პოზიცია  19 ქულით გააუმჯობესა, აზიის რეგიონში ერთ-ერთი უმსხვილესი წინსვლა უჩვენა  და 87-ე ადგილიდან 68-ე ადგილზე გადაინაცვლა.

არშაკიანმა დაამატა, რომ შემუშავებულია სომხეთის რესპუბლიკის 2020-2025 წლების დიგიტალიზაციის სტრატეგიული გეგმა. განსაზღვრულია ციფრული დღის წესრიგის პრიორიტეტული მიმართულებები. დიგიტალიზაციის პროცესი და კიბერუსაფრთხოების სტანდარტების შემუშავების პროცესი მიმდინარეობს.

ნახეთ მეტი
Back to top button