ეკონომიკა
სომხეთში გამოჩნდება ელექტრონული გადახდის საერთაშორისო ოპერატორი

,,News.am” წერს, რომ სომხეთში გამოჩნდება ელექტრონული გადახდის საერთაშორისო ოპერატორი. ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებს აცნობა სრ მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიის მინისტრმა, ჰაკობ არშაკიანმა.
მისი თქმით, მიღწეულია შეთანხმებები სომხეთში კომპანია Transfer Wise-ის მუშაობის დასაწყებად. კომპანიამ უკვე შეარჩია პარტნიორი სომხეთის კომერციულ ბანკებს შორის და მალე დაიწყებს მუშაობას. მოლაპარაკებები მიმდინარეობს ორ სხვა კომპანიასთან, მათ შორის PayPal– სთან.
”ეს ხანგრძლივი პროცესია, მაგრამ მოლაპარაკებები ჯერ კიდევ გრძელდება. სამინისტრომ დანიშნა ამ საკითხზე პასუხისმგებელი პირი, რომელიც ამ პროცესის შესახებ ინფორმაციას აწვდის ყოველ ორ კვირაში”, – აღნიშნა არშაკიანმა და დასძინა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით სამინისტრო მუშაობს ცენტრალურ ბანკთან.