მთავარიპოლიტიკა

ტავუშის ბრძოლების შემდეგ, სომხეთის სამხედრო ინდუსტრიისადმი ინტერესი გაიზარდა

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე  სამხედრო ოპერაციების შემდეგ  სომხეთის სამხედრო ინდუსტრიისადმი ინტერესი გაიზარდა. ამის შესახებ მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიის მინისტრმა   ჰაკობ არშაკიანმა  პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ადრეც იყო ინტერესი სომხური სამხედრო ინდუსტრიის მიმართ ოფიციალური ვიზიტებისა და საერთაშორისო გამოფენების შედეგად, მაგრამ ახლა ინტერესი გაიზარდა”, – განაცხადა მინისტრმა.

რაც ტავუშში გაკეთდა, შესაბამის დაფასებას იმსახურებს, პრემიერ მინისტრმა დააჯილდოვა რიგი სამხედრო მწარმოებლები.

მისივე თქმით, ისინი აპირებენ უფრო ინსტიტუციონალური გზით სომხური სამხედრო-სამრეწველო პროდუქტების მიმართ  გამოიყენონ გარკვეული სტანდარტები, კონტროლი და ხარისხის კონტროლი. რაც კიდევ უფრო გააქტიურებს   უცხო ბაზრებზე შესვლის შესაძლებლობების მექანიზმებს.

შეგახსენებთ, რომ სომხეთის თავდაცვის მინისტრის წარმომადგენელმა არწრუნ ჰოვჰანნისიანმა ადრე განაცხადა, რომ 13 ივლისი ისტორიაში შევა, როგორც სომხური წარმოშობის უპილოტო მფრინავი აპარატების  სამხედრო გამოყენების დღე.

ნახეთ მეტი
Back to top button