მთავარიპოლიტიკა

რუსეთ-სომხეთის ურთიერთობები საინტერესო ფენომენია: გენერალი ფარვანიანი

რუსეთ-სომხეთის ურთიერთობები პოსტსაბჭოთა სივრცეში სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობის საინტერესო ფენომენია. ამის შესახებ სომხეთ-რუსეთის ერთობლივი ჯგუფის მეთაურმა, გენერალ-მაიორმა ტიგრან ფარვანიანმა განაცხადა ერბუნის რუსეთის საჰაერო ბაზაზე  ღია კარის დღეზე.

საზეიმო ღონისძიება ჩატარდა “არმია -2020” საერთაშორისო სამხედრო-ტექნიკური კონფერენციის ფარგლებში. კონფერენციაზე ასევე მონაწილეობენ რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხრეთის სამხედრო ოლქის დანაყოფები, მათ შორის სომხეთში განთავსებული 102-ე რუსული ბაზა.

ფარვანიანის აზრით, სომხეთსა და რუსეთს შორის თანამშრომლობა პრაქტიკული, ურთიერთსასარგებლო ურთიერთობების წარმატებული მაგალითია, რომელიც ემყარება სტრატეგიული მიზნების საერთო ხედვას სამხრეთ კავკასიის რეგიონულ ჭრილში.

”სომხეთი არა მხოლოდ რუსეთის მეგობრული სახელმწიფოა, არამედ მისი უახლოესი მოკავშირე, სტრატეგიული პარტნიორია. რუსული სამხედრო ბაზის პერსონალი თავისი სამაგალითო მომსახურებით უჩვენებს მაღალ პროფესიონალიზმსა და საბრძოლო უნარს. საჰაერო ბაზის საფრენოსნო ეკიპაჟი აქტიურად არის ჩართული საჰაერო თავდაცვის ერთობლივ სისტემაში”, – დასძინა მან.

ნახეთ მეტი
Back to top button