
“არმია -2020” სამხედრო-ტექნიკური კონფერენციის ზოგიერთი ღონისძიება პირველად იმართება რუსეთს გარეთ, სომხეთში, სადაც მდებარეობს 102-ე სამხედრო ბაზა.
როგორც წერს „სპუტნიკი სომხეთი“, დღეს “არმია -2020” საერთაშორისო სამხედრო-ტექნიკური კონფერენციის ფარგლებში, ერევანში რუსეთის საჰაერო ბაზა “ერებუნში” გამოცხადდა ღია კარის დღე.
სტუმრებს გააცნეს ტაქტიკური ეპიზოდები, რომლებიც შესრულებულია მოიერიშე და არმიის ავიაციის პერსონალის მიერ.
სომხეთში რუსეთის ელჩმა სერგეი კოპირკინმა აღნიშნა, რომ ღონისძიების ერევანში ჩატარება მისთვის სიმბოლური და ლოგიკურია.
”რამდენადაც მე ვიცი, სამხედრო-ტექნიკური კონფერენცია პირველად ტარდება რუსეთს გარეთ, დღეს ის სომხეთშია, რაც ჩემი აზრით, კარგად ასახავს ძმურ და მოკავშირულ ურთიერთობებს, რომელიც ემყარება ღრმა ისტორიულ ტრადიციებს, დღევანდელი რთულ სამყაროში ჩვენი სახელმწიფოების საერთო სტრატეგიულ ინტერესებს”, – თქვა დიპლომატმა.
აღსანიშნავია, რომ სომხეთში კონფერენციაში მონაწილეობს 40-ზე მეტი გაერთიანებები და სამხედრო ნაწილები, 10-ზე მეტი სამრეწველო საწარმო, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები.