მთავარიპოლიტიკა

არცახში ნიკოლ ფაშინიანი ეწვია სასაზღვრო პოზიციებს

,,სპუტნიკი სომხეთი“ წერს, რომ სრ პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი არცახის რესპუბლიკის პრეზიდენტ არაიკ ჰარუთიუნიანთან ერთად იმყოფებოდნენ სასაზღვრო პოზიციებზე. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, მათ თან ახლდნენ სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი დავით ტონოიანი და არცახის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი ჯალალ ჰარუთიუნიანი.
”ორი სომხური რესპუბლიკის ლიდერები გაეცნენ საინჟინრო და გამაგრების ინფრასტრუქტურებს, საიმედო თავდაცვის ახალ ტექნოლოგიებს, ახალ შეიარაღებას, სამუშაოებს, რომლებიც მიზნად ისახავს პერსონალის უსაფრთხოებას პოზიციებზე, ტექნიკურ აღჭურვილობებს”, – ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.
ნიკოლ ფაშინიანი და არაიკ ჰარუთიუნიანი გაეცნენ სამხედრო მოსამსახურეების საცხოვრებელ პირობებს, ესაუბრეს ჯარისკაცებს.
სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა მონაწილეობა მიიღეს თავდაცვის არმიის ერთ – ერთ სამხედრო ნაწილში ახლად აშენებული სასადილოს გახსნის ცერემონიალში. პრემიერ-მინისტრი გაეცნო სამხედრო მოსამსახურეებისთვის ახალ რაციონს, კვების ხარისხს.
ფაშინიანმა აღნიშნა, რომ შეიარაღებულ ძალებში ახალი რაციონის შეყვანის პროცესი წარმატებით გრძელდება. სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა შეიარაღებული ძალების და სამხედრო ინდუსტრიის უწყვეტი განვითარება. მან დასძინა, რომ საკითხი  სრ მთავრობის ყურადღების ცენტრშია და ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, სრ პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, თავდაცვის მინისტრი დავით ტონოიანი და სხვა მაღალი რანგის ოფიციალური პირები დაესწრნენ მყრ უზენაესი საბჭოს პირველი თავმჯდომარის არტურ მკრტჩიანისა და არცახის თავდაცვის არმიის მე -4 ბატალიონის მეთაურის, კაპიტან არმენაკ ურფანიანის, სიკვდილის შემდეგ ,,არცახის გმირის“ უმაღლესი წოდების მინიჭების ცერემონიას.

ნახეთ მეტი
Back to top button