ეკონომიკა

ბიურაკანის ობსერვატორიამ რეგიონში ასტრონომიული ტურიზმისთვის შექმნა ოფიციალური ვებ – გვერდი

,,არმენპრესი“ წერს, რომ სრ მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვ.ჰამბარძუმიანის სახელობის  ბიურაკანის ობსერვატორიამ წამოიწყო რეგიონში ასტრონომიული ტურიზმის ოფიციალური ვებსაიტის შექმნა.
”წარმოადგენს რა სომხეთში სამეცნიერო (და ასტრონომიული) ტურიზმის ინიციატორს, რჩება რა  სამხრეთ-დასავლეთ ცენტრალურ აზიაში ასტრონომიის განვითარების რეგიონალურ ცენტრად, ბიურაკანის აკადემია  ახორციელებს საერთაშორისო ასტრონომიული ტურიზმის პროექტს, რომელიც მიმართულია სწორედ ამ რეგიონზე.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში შეიქმნა ვებგვერდი “ასტრონომიული ტურიზმი”, რომლის მიზანია რეგიონში გარკვეული ასტრონომიული ღირებულების  და ასტრონომიული ტურიზმისთვის საინტერესო ადგილების წარმოდგენა. აქ შეგიძლიათ გაეცნოთ სომხეთში და რეგიონის სხვა ქვეყნებში ასტრონომიის ისტორიას და მის განვითარებას. ”ვებგვერდზე ასევე ნახავთ ინფორმაციას თანამედროვე და უძველესი ობსერვატორიების, მზის საათების,  კოსმოსური მუზეუმების შესახებ და ა.შ.”, – განუცხადა ობსერვატორიამ ”არმენპრეს”-ს.

ნახეთ მეტი
Back to top button