ეკონომიკამთავარი

მსხვილი პროვოკაცია მწიფდება სომხეთ-საქართველოს ურთიერთობების წინააღმდეგ

აზერბაიჯანულმა პროპაგანულმა მანქანამ მნიშვნელოვანი ყურადღება დაუთმო 23 წლის თბილისელის, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალებას. ახალგაზრდა გოგონას ცხედარი ივნისის ბოლოს საკუთარი მანქანის უკანა ნაწილში აღმოაჩინეს. აღიძრა სისხლის სამართლის საქმე თვითმკვლელობის მთავარ ვერსიაზე. ამასთან, გოგონას ოჯახი არ ეთანხმება ამას და მოითხოვს, რომ საქმე გადაკვალიფიცირდეს, როგორც  განზრახ მკვლელობა.

რა დაემართა ახალგაზრდა გოგონას, რომელიც IT- ს სპეციალისტია? აზერბაიჯანული პროპაგანდა, წყაროდ ასახელებს მშობლებს, რომლებიც უჩივიან საქართველოს  სამართალდამცავებს და აღნიშნავენ, რომ გოგომ შემთხვევით გაიგო ინფორმაცია ქართველ ოფიციალურ პირებზე, რომლებიც ეხებოდა “ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში იარაღის გაგზავნას“,  აზერბაიჯანელების  თქმით, დედა მოუწოდებს თურქეთისა და აზერბაიჯანის ხელისუფლებას, რომ დაინტერესდნენ და მოითხოვონ ინფორმაცია საქართველოს ხელისუფლებისაგან.

საქართველო ცხელ  წინასაარჩევნო პერიოდს უახლოვდება. საქართველოს საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება არანაკლებ ინტენსიური რეგიონალური და გეოპოლიტიკური განვითარებისა და გარდაქმნების ეტაპზე.  ეს ნიშნავს,  რომ ადგილი ექნება საქართველოს შიდა ვითარებაზე საგარეო გავლენის მოხდენის მცდელობებს.   

თურქეთი და აზერბაიჯანი გამოიყენებენ ნებისმიერ შესაძლებლობას, რომ გავლენა მოახდინონ საქართველოში არსებულ ვითარებაზე, ამავდროულად, სომხეთ-საქართველოს ურთიერთობებზეც.   ანკარა და ბაქო გაამძაფრებენ ამ ძალისხმევას, განსაკუთრებით იმ დარტყმის შემდეგ, რაც მათ მიიღეს ტავუშში, სადაც სომხურმა არმიამ ფაქტობრივად  არა მხოლოდ სომხური, არამედ რეგიონალური უსაფრთხოების სტრატეგიული მნიშვნელობის  სამხედრო-პოლიტიკური კვანძი გახსნა, სადაც  საქართველოც ასევე მნიშვნელოვანი ბენეფიციარია.

ანკარა  და ბაქო  არ მალავენ თავიანთი ისტორიულ  და ტერიტორიულ  ამბიციებს საქართველოს მიმართ.

საქართველოს ელჩისა და ქართველი სამხედრო ატაშეების სომხეთში ბოლო ვიზიტი და მინისტრ  ტონოიანთან შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია. შეხვედრაზე ხაზი გაესვა სომხეთისა და საქართველოს უსაფრთხოების ურთიერთკავშირს  და მისგან წარმოქმნილი თანამშრომლობის პერსპექტივებს.

ცხადია, აშკარაა, რომ განსაკუთრებით, საქართველოს საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში, სომხურ-ქართული ურთიერთობები პროვოკაციულად მაღალი რისკის ეტაპში შედის, სადაც ბენეფიციარები არ  ჩერდებიან, თუნდაც ტრაგიკულ მოვლენებზე, ისეთზე როგორიცაა ახალგაზრდა გოგონას გარდაცვალება.  

ნახეთ მეტი
Back to top button