პოლიტიკა

რა მოხდება საქართველოში? ჯავახეთი ყურადღების ცენტრშია

,,1in.am“-ის ინფორმაციით, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ის საქართველოში ბრუნდება. მან მადლობა გადაუხადა უკრაინას, სადაც რეფორმის სააგენტოს უფროსად დაინიშნა მაისში. გაუგებარია, უარს იტყვის თუ არა სააკაშვილი თავის სტატუსზე.

ყოველ შემთხვევაში,  უჩვეულო იქნებოდა მისი საქართველოში დაბრუნება, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში, უკრაინის ოფიციალური პირის სტატუსით. თუ მისთვის ეს არის შესაძლებლობა, დაზღვეული იყოს დიპლომატიური ხელშეუხებლობით? ამ მხრივ, ვითარებას ჯერ კიდევ სჭირდება დაზუსტება. 31 ოქტომბერს საქართველოში რიგითი საპარლამენტო არჩევნებია, სააკაშვილის პარტია არის ,,ქართული ოცნების“ ბლოკის მთავარი მეტოქე, რომელიც უმრავლესობისთვის იბრძვის. ჩაერთვება სააკაშვილი წინასაარჩევნო მარათონში დაპატიმრების საფრთხის ქვეშ, თუ ის უბრალოდ აკეთებს ე.წ. მორალურ განცხადებას?

ყოველ შემთხვევაში, ეს იყო ძალიან დამავალდებულებელი განცხადება. საინტერესოა, რომ ეს ჟღერს ბელორუსის მოვლენების ფონზე, რაც, ზოგადად, ევრაზიულ, პოსტსაბჭოთა სისტემაში დაშლის მეორე ტალღის მტკიცებულებაა. ცდილობს ან ხედავს თუ არა  სააკაშვილი საქართველოში “მეორე მოსვლის” შესაძლებლობას ამ კოლაფსის მეორე ტალღაზე?

ნებისმიერ შემთხვევაში, მისი განცხადება შეგვახსენებს, რომ საქართველოში დაბრუნების შემთხვევაში, რუსეთიც კიდევ უფრო გააქტიურდება და პრეზიდენტ პუტინის დამოკიდებულებას სააკაშვილისადმი, დამატებითი კომენტარი არ სჭირდება. ეს ნიშნავს, რომ სააკაშვილის დაბრუნების შესახებ განცხადება, არსებულ ფართო ფონზე, შეიძლება მოწმობდეს საკმაოდ მკვეთრი მოვლენების განვითარებაზე საქართველოს გარშემო. ეს უკვე სომხეთის საზღვარია, სომხეთის სახმელეთო სასიცოცხლო გზა. ამავე დროს, აქ არის ჯავახეთის საკითხი, მით უმეტეს, რომ ამ მხრივ სააკაშვილი გამოირჩეოდა პრეზიდენტობის პერიოდში ე.წ. არაერთგვაროვანი მიდგომებით. ასევე ცნობილია მისი მჭიდრო მუშაობა თურქეთთან და აზერბაიჯანთან. ამ რეალობების ფონზე, მნიშვნელოვანია ბოლო დროს ჯავახეთში საძოვრების გამო შეტაკება სომეხებსა და აზერბაიჯანელებს შორის.

ადგილობრივი სომხების თქმით, დავა ყოველთვის იყო, მაგრამ შეტაკება მოხდა პირველად. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ბოლო, რასაკვირველია არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ ჯავახეთი ყოველთვის იყო საქართველოზე გავლენის ერთ-ერთი მტკივნეული წერტილი, რომლის გაკეთებაც შეეძლოთ იმ ქვეყნებს, რომლებიც არ არიან დაინტერესებული საქართველოს სტაბილურობით. და ასეთი საქართველოს ოთხი მეზობლიდან სამია: რუსეთი, აზერბაიჯანი და თურქეთი. სომხეთი მზად უნდა იყოს და ძალ-ღონე არ დაიშუროს ჯავახეთში და ზოგადად, საქართველოში დესტაბილიზაციის რაიმე რისკის განეიტრალებისთვის და, რა თქმა უნდა, კრიზისული სცენარების წინააღმდეგობის გაწევისთვის.

ნახეთ მეტი
Back to top button