საზოგადოება

შესაძლებელია, რომ სომხეთში გზები სატვირთო მანქანებისთვის ფასიანი გახდეს

,,სპუტნიკი სომხეთი“ წერს, რომ სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიული ადმინისტრაციისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო გვთავაზობს შესწორების შეტანას სომხეთის რესპუბლიკის კანონში “გზების შესახებ”, რომლის მიზანია გადასახადების აკრეფის ელექტრონული სისტემის შექმნა. პროექტი გამოქვეყნდა ელექტრონული პროექტის საინფორმაციო სისტემაში e-draft.
სამინისტრო გვთავაზობს სომხეთის რესპუბლიკაში საგზაო მომხმარებლებისთვის დაწესდეს გადასახადი სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ, აგრეთვე არარეგისტრირებულ (აღრიცხვაზე არ მდგარ) სატრანსპორტო საშუალებებზე, რომელთა მაქსიმალური დასაშვები მასა 12 და მეტი ტონაა.

სომხეთის რესპუბლიკის ზოგადი სარგებლობის სახელმწიფო (სახელმწიფოთაშორისი და რესპუბლიკური მნიშვნელობის) საავტომობილო გზებით სარგებლობის გადასახადის  განაკვეთი განისაზღვრება 50 დრამამდე გავლილი გზის თითოეული კილომეტრისთვის. გზის გადასახადის განაკვეთს ადგენს სომხეთის რესპუბლიკის მთავრობა ყოველწლიურად.

საფასურის გადახდა ხორციელდება სახელმწიფოთაშორისი კომუნიკაციის შემთხვევაში -სომხეთის რესპუბლიკის საზღვრის მიღწევამდე საზღაურის გადახდის სისტემის მეშვეობით, ხოლო შიდა კომუნიკაციის შემთხვევაში მარშრუტის გამგზავრებამდე.
პროექტის თანახმად, არარეგისტრირებული (აღრიცხვაზე არ მდგარ)  სატვირთო მანქანებით სომხეთის რესპუბლიკის გზების გამოყენებისთვის გადასახადის გადახდისაგან თავისუფლდებიან სომხეთის რესპუბლიკაში აკრედიტირებული უცხოური დიპლომატიური წარმომადგენლობები და საკონსულოები -მათი ოფიციალური გამოყენების ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის, სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებებით სრ ტერიტორიის  ჰუმანიტარული და ტექნიკური დახმარების, საქველმოქმედო პროგრამების ფარგლებში ტვირთის გადაზიდვისთვის საგზაო გადასახადის გადამხდელები ამ ტრანსპორტირებისთვის, სომხეთის რესპუბლიკაში მდებარე რუსეთის სამხედრო ბაზები, სატვირთო მანქანებისთვის საგზაო ტრანსპორტირებისთვის გადასახადის გადამხდელები.
პროექტის მიღების შემთხვევაში, ის ძალაში შევა 2021 წლის 1 ივლისიდან.

ნახეთ მეტი
Back to top button