მთავარიპოლიტიკა

ერევანისა და მოსკოვის სამხედრო თანამშრომლობა არ არის მიმართული მესამე ქვეყნის წინააღმდეგ: მნაცაკანიანი

ერევანისა და მოსკოვის სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა არ არის მიმართული მესამე ქვეყნების წინააღმდეგ. ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზოჰრაბ მნაცაკანიანმა ინტერფაქსთან ინტერვიუში განაცხადა.

”სომხეთი ერთ-ერთია მათ შორის, ვინც პასუხისმგებელია რეგიონულ უსაფრთხოებაზე. ”ჩვენი სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა არანაირად არ არის მიმართული მესამე ქვეყნების წინააღმდეგ”, – თქვა მნაცაკანიანმა.

მისივე თქმით, სომხეთთან ორმხრივი სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა რუსეთთან უსაფრთხოების სფეროში დამყარებულია არსებულ შეთანხმებებსა და ხელშეკრულებებზე. ამასთან, მნაცაკანიანმა ხაზი გაუსვა, რომ სომხეთ-რუსეთის სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა არ არღვევს რეგიონში ძალთა ბალანსს.

ორ ქვეყანას შორის სამხედრო-ტექნიკურ სფეროში თანამშრომლობას აქვს მოკავშირული ხასიათი, აქ რაიმე საკითხი  და შეზღუდვა არ შეიძლება იყოს.

”სომხეთსა და რუსეთს შორის სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობას აქვს თანამშრომლობის საკუთარი ლოგიკა, იგი აგებულია მყარ მოკავშირულ საფუძველზე. ”რაც შეეხება აზერბაიჯანს, ამ სფეროში თანამშრომლობა უნდა აღინიშნოს, რომ აზერბაიჯანი ყოველმხრივ ზრდის თავის სამხედრო პოტენციალს და ცდილობს დაარწმუნოს საკუთარი მოსახლეობა და საერთაშორისო საზოგადოება, რომ მას  შესაძლებლობა აქვს  მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი სამხედრო გზით გადაწყვიტოს“. – თქვა მან. :

მისი თქმით, აზერბაიჯანული მხარის სამხედრო პოტენციალის ზრდა მიზნად ისახავს ყარაბახის კონფლიქტის სამხედრო  გზით გადაჭრას,  რაც საფრთხეს უქმნის სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის უსაფრთხოებას.

ნახეთ მეტი
Back to top button