
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ხანმოკლე შვებულების პირველ დღეს ატარებს ტავუშის რეგიონში.
ფეისბუქზე პირდაპირ ეთერში პრემიერ მინისტრმა აჩვენა სომეხი მეფის აშოტ ერკათის ციხე, მანთაშაბერდი, რომელიც მდებარეობს იჯევანიდან დაახლოებით 7 კილომეტრში.
”ამ მომენტში პირდაპირ ეთერში ვარ, რადგანაც არ შემეძლო არ გამეზიარებინა თქვენთვის ის სილამაზე, რასაც ვხედავ. რადგან ვერ გაგიზიარებდით ამ სცენის სიამოვნებას. რასაკვირველია, აქ დაცულია ზოგიერთი ნაგებობის კედლები, ციხესიმაგრეები, ნანგრევები, მაგრამ საერთოდ, ციხე ნანგრევებადაა ქცეული. მე ნამდვილად გირჩევდით აქ სტუმრობას. ეს არის ჩვენი სამშობლო. ეს არის ჩვენს მეფეთაგან, ჩვენი სახელმწიფოებრობისაგან მემკვიდრეობით მიღებული სამშობლო ”, – თქვა ფაშინიანმა.
პრემიერ მინისტრმა მსმენელებს ურჩია წაიკითხონ სომეხი ხალხის ისტორია, შეიცნონ და განავითარონ სამშობლო.
შეგახსენებთ, რომ სომხეთის პრემიერ მინისტრი შვებულებაში იქნება 5 დღის განმავლობაში, 31 აგვისტოდან 4 სექტემბრის ჩათვლით. შვებულებაში ყოფნისას ფაშინიანს შეცვლის ვიცე-პრემიერი ტიგრან ავინიანი.
აღსანიშნავია, რომ შვებულებაში არიან ჯანდაცვის მინისტრი არსენ თოროსიანი და სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი არმენ სარგსიანი.
https://www.facebook.com/watch/live/?v=731180567725738&ref=watch_permalink