
მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების პროცესში სომხეთისთვის მნიშვნელოვანი პრინციპია მშვიდობიანი ატმოსფეროს შექმნის მცდელობა. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ზოჰრაბ მნაცაკანიანმა ინტერფაქსთან ინტერვიუში განაცხადა, კომენტარი გააკეთა რა სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის ეთნიკურ შეტაკებებზე მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში, მათ შორის მოსკოვში, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის ესკალაციის პარალელურად.
”სამწუხაროა სიძულვილის ატმოსფეროს აღძვრა არა მხოლოდ ჩვენს რეგიონში, არამედ მისი რეგიონიდან გატანის მცდელობებშიც. მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში სომხეთისთვის მნიშვნელოვანი პრინციპია მშვიდობიანი ატმოსფეროს შექმნის მცდელობა. ”შეუძლებელია მშვიდობიანი მოლაპარაკებების პროცესის ჩატარება სიძულვილის ატმოსფეროს, ომის რიტორიკისა და ძალის გამოყენების საფრთხის არსებობის პირობებში”, – თქვა მნაცაკანიანმა.
მისივე თქმით, ვერ გვექნება მოლაპარაკებებში პროგრესი, როცა აზერბაიჯანი ერთი მხრივ სიძულვილს თესავს, მეორე მხრივ კი – სიტყვებით მშვიდობას ეძებს.
”ანტი-სომხურიზმის, საომარი რიტორიკის პირობებში შეუძლებელია ვივარაუდოთ, რომ მოლაპარაკებებში რეალური პროგრესის მიღწევა შეგვიძლია”, – აღნიშნა მინისტრმა.
კითხვაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ასეთი შეტაკებები არ მოხდეს მომავალში, მნაცაკანიანმა უპასუხა, რომ პირველ რიგში უნდა გავითვალისწინოთ სამშვიდობო პროცესის აუცილებლობა.
”უნდა არსებობდეს პოლიტიკური ნება, უნდა არსებობდეს კონკრეტული საშუალებები. ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს, საჭირაო მკაფიო ნაბიჯები რომლებიც ხელს შეუწყობს ამ რიტორიკის შემცირებას, აღმოფხვრის სიძულვილს.
ჩვენ გვაქვს კარგი მაგალითი, როდესაც გასულ წელს შევძელით განეხორციელებინა პროექტი – ჟურნალისტების გაცვლა ბაქოდან, ერევნიდან და სტეპანაკერტიდან. შედეგები შეიძლება იყო მცირე, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი . ეს არის მთელი სამშვიდობო პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილი“, – თქვა მან.