პოლიტიკა

სომხეთსა და არცახს შეუძლიათ თავიანთი უსაფრთხოების უზრუნველყოფა, და აზერბაიჯანის ივლისის აგრესიის გამანადგურებელმა მოგერიებამ ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა – მნაცაკანიანი

,,ნოვოსტი არმენია“ წერს, რომ სომხეთსა და მთიან ყარაბაღს აქვს საკმარისი ძალები, საკმარისი რესურსი მათი თავდაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და აზერბაიჯანის ივლისის აგრესიის გამანადგურებელმა მოგერიებამ ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა, – განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზოჰრაბ მნაცაკანიანმა ინტერფაქსთან ინტერვიუში.

”ის რაც მოხდა 12 ივლისს, ფაქტობრივად, იყო განმეორებითი მცდელობა 2016 წლის აპრილის შემდეგ, ძალისა და სამხედრო მოქმედებების გამოყენებით სომხეთისა და არცახისათვის თავზე მოეხვია ცალმხრივი დათმობები. 12 ივლისს, თავდასხმა მოხდა ჩვენს სასაზღვრო პოსტებზე სომხეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ტავუშის რეგიონში. გამოყენებული იქნა მნიშვნელოვანი იარაღი და ტექნიკა, მათ შორის მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. სომხეთმა მტკიცედ მოიგერია ეს აგრესია, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ამ კონფლიქტის მოგვარება სამხედრო გზით არ არსებობს”, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მნაცაკანიანმა აღნიშნა, რომ სამწუხაროა, რომ აღინიშნება სიძულვილის გაღვივების არა მხოლოდ რეგიონში, არამედ რეგიონის გარეთ გადატანის მცდელობა.

”მშვიდობიანი მოგვარების პროცესში (მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი – რედ.) სომხეთისთვის მნიშვნელოვანი პრინციპია მაქსიმალური ძალისხმევის გამოყენება მშვიდობისათვის ატმოსფეროს შესაქმნელად. შეუძლებელია მშვიდობიანი მოლაპარაკებების პროცესის ჩატარება სიძულვილის ატმოსფეროში, ომის რიტორიკასა და ძალის გამოყენების მუქარით. უაზროა წინსვლა მოლაპარაკებებში, როდესაც აზერბაიჯანი, ერთის მხრივ, აღვივებს სიძულვილს, მეორეს მხრივ, სიტყვით, ისწრაფვის მშვიდობისკენ. ”არმენოფობიის”, საბრძოლო რიტორიკის პირობებში შეუძლებელია ვიფიქროთ, რომ მოლაპარაკებებში შეიძლება გვქონდეს რეალური წინსვლა”, – აღიშნა მან.

კითხვაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს, რომ მომავალში ასეთი შეტაკებები თავიდან იქნას აცილებული, მინისტრმა განაცხადა, რომ პირველ რიგში, გაცნობიერებული უნდა იყოს სამშვიდობო პროცესის აუცილებლობა.

”უნდა არსებობდეს პოლიტიკური ნება და უნდა არსებობდეს კონკრეტული ზომები. ჩვენ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ, მათ შორის სხვადასხვა კონკრეტულ ნაბიჯებზე, რომლებიც ამ რიტორიკის  და სიძულვილის გამწვავების შემცირებას შეუწყობს ხელს. ამ ბლოკს აქვს კონკრეტული შევსება, უამრავი წინადადება არსებობს ჩვენი მხრიდან, ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებისგან. ყველა ეს იდეა უნდა განხორციელდეს”, – აღნიშნა მან.

ამასთან დაკავშირებით, მნაცაკანიანმა გაიხსენა, რომ არსებობს კარგი მაგალითი, როდესაც გასულ წელს განხორციელდა პროექტი ბაქოდან, ერევნიდან და სტეფანაკერტიდან ჟურნალისტების გაცვლის შესახებ.

”შედეგები შეიძლება იყო მოკრძალებული, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არის მთელი სამშვიდობო პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილი”, – დასძინა მან.

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ესკალაციის შესახებ

12-17 ივლისს სომხეთ-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის ჩრდილო-აღმოსავლეთით ტავუშის ოლქში, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები ტანკების, მძიმე არტილერიისა და უპილოტო მფრინავი აპარატების გამოყენებით ცეცხლს უშენდნენ სომხეთის საყრდენ წერტილებს, რამდენიმე სოფელს და ქალაქ ბერდს. სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა დათრგუნეს მტრის აქტივობა, გაანადგურეს აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების უპილოტო აპარატების მართვის სისტემა და 13 უპილოტო მფრინავი აპარატი, აგრეთვე მწყობრიდან გამოიყვანეს ტანკი და საარტილერიო ბატარეები.

სომხეთის მხრიდან ხუთი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, ზიანი მიადგა სამოქალაქო ინფრასტრუქტურას ტავუშში და მშვიდობიანი მოსახლეობის სახლებს. აზერბაიჯანმა ოფიციალურად დაადასტურა 12 ჯარისკაცის დაღუპვა, სომხურმა მხარემ განაცხადა კიდევ მინიმუმ 10 აზერბაიჯანელი სპეცრაზმელის დაღუპვის შესახებ. 17 ივლისიდან საზღვარზე შედარებითი სიმშვიდე შეიმჩნევა.

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შესახებ

ყარაბაღის კონფლიქტი დაიწყო 1988 წელს,   აზერბაიჯანის შემადგენლობიდან გამოყოფის შესახებ უპირატესად სომხებით დასახლებული მთიანი ყარაბაღის განცხადების შემდეგ. 1991 წლის 10 დეკემბერს მთიან ყარაბაღში ჩატარდა რეფერენდუმი, სადაც 99,89% აზერბაიჯანისგან სრული დამოუკიდებლობის მომხრე იყო.

ამის შემდეგ აზერბაიჯანის მიერ დაწყებულმა მასშტაბურმა საბრძოლო მოქმედებებმა გამოიწვია კონტროლის დაკარგვა არა მხოლოდ მთიან ყარაბაღზე, არამედ მის მიმდებარე შვიდ რეგიონზე.

1994 წლის 12 მაისიდან, სამმხრივი სამშვიდობო შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ, კონფლიქტის ზონაში შეჩერდა საომარი მოქმედებები, რის შედეგადაც დაახლოებით 25-30 ათასი ადამიანი დაიღუპა ორივე მხრიდან, ხოლო 1 მილიონი იძულებული გახდა დაეტოვებინა საკუთარი სახლები. ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება კვლავ დაცულია. 1992 წლიდან დღემდე მოლაპარაკებები მიმდინარეობს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების შესახებ ეუთოს მინსკის ჯგუფის ფარგლებში, რომელსაც თანათავმჯდომარეობენ შეერთებული შტატები, რუსეთი და საფრანგეთი.

ნახეთ მეტი
Back to top button