მთავარიპოლიტიკა

სომხეთსა და რუსეთს საერთო მიზანი აქვთ: რა როლი აკისრია 102-ე სამხედრო ბაზას?

გიუმრიში 102-ე რუსული სამხედრო ბაზის განთავსება ხელს უწყობს რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფას და ერევანი დაინტერესებულია მისი შენარჩუნებით. ასეთი განცხადება გააკეთა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზოჰრაბ მნაცაკანიანმა სააგენტო “ინტერფაქსთან” ინტერვიუში.

მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ სომხეთი არ წარმოადგენს საფრთხეს რეგიონის რომელიმე ქვეყნისთვის.

”სომხეთსა და რუსეთს აქვთ საერთო ინტერესები უსაფრთხოების სფეროში და ამ საერთო ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენ ვიცავთ უსაფრთხოების უზრუნველყოფის საერთო მიზანს. სამხედრო ბაზა ასევე ემსახურება  ამ მიზნის მიღწევას,” – თქვა მნაცაყანიანმა.

102-ე სამხედრო ბაზა მდებარეობს სომხეთის ჩრდილოეთით, ქალაქ გიუმრიში და საბრძოლო მოვალეობას ასრულებს დსთ-ს საჰაერო თავდაცვის ერთობლივი სისტემის ფარგლებში.

2010 წლის 20 აგვისტოს ბაზის განლაგების ხელშეკრულება გაგრძელდა 2044 წლამდე.

ნახეთ მეტი
Back to top button