საზოგადოება

სომხეთში ქალები შეძლებენ სახალხო გვარდიაში გაწევრიანებას

სომხეთის თავდაცვის სამინისტრო გეგმავს მოახლოებულ სახალხო  გვარდიაში ქალების ჩართვას.

როგორც „არმენპრესი“ წერს,  ამის შესახებ თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გაბრიელ ბალაიანმა 1 სექტემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ ჩართვა მოხდება ნებაყოფლობით.

„ამ მხრივ რაიმე დისკრიმინაციას არ ვგულისხმობთ. ჩვენ დაახლოებით 5 წელია ვუშვებთ  სამხედრო საგანმანათლებლო დაწესებულებების გოგონებს, რომლებიც უკვე გახდნენ უფროსი ლეიტენანტები, შესაძლოა კაპიტნებიც. ქალებს, რომლებსაც არ აქვთ რეგისტრაცია რეზერვში, შეეძლებათ სახალხო გვარდაიში გაწევრიანება ნებაყოფლობით”, – თქვა ბალაიანმა.

მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ პირველ ტურში ქალები დასაქმდებიან არასაბრძოლო საკითხებში.

ნახეთ მეტი
Back to top button