საერთაშორისო
წითელ ხიდზე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს
როგორც „სპუტნიკი საქართველო“ წერს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე-ოფიცრებმა საბაჟო გამშვებ-პუნქტ „წითელ ხიდზე” საქართველოს მოქალაქეს არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოუჩინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ამოღებულია არადეკლარირებული 59,72 გრამი ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს.
საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 7 ათას 576 ლარი შეადგინა.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს ჩამოერთვა საქონელი და სანქციის სახით 7 ათას 576 ლარის ოდენობით ჯარიმა შეეფარდა.