მთავარიპოლიტიკა

დღეს არცახი აღნიშნავს დამოუკიდებლობის გამოცხადების 29 წლისთავს

,,News.am“ წერს, რომ დღეს, 2 სექტემბერს, არცახი აღნიშნავს მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის გამოცხადების 29 წლის იუბილეს.
1991 წლის 2 სექტემბერს სტეფანაკერტში გაიმართა შაჰუმიანის  დეპუტატების რეგიონალური და შაჰუმიანის რაიონული საბჭოს ერთობლივი სხდომა, სადაც მიღებულ იქნა მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის დეკლარაცია. იმავე წლის 10 დეკემბერს ჩატარდა რეფერენდუმი, რომელმაც დაადასტურა მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობა. იმ დღეს, მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის  მოსახლეობის 99% -მა მხარი დაუჭირა დამოუკიდებლობას. აზერბაიჯანი შეეცადა სამხედრო ძალით აღეკვეთა არცახის თვითგამორკვევა, მაგრამ არცახმა შეძლო არა მხოლოდ აზერბაიჯანელთა თავდასხმების განეიტრალება, არამედ დამოუკიდებლობის განმტკიცება ახალი რეგიონების განთავისუფლებით.
აღსანიშნავია, რომ დღეს გამართული სადღესასწაულო ღონისძიებების ფარგლებში, სტეფანაკერტის “აღოძინების” მოედანზე სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების გამოფენა მოეწყობა, რომლის დროს წარმოდგენილი იქნება ახალი საკუთარი წარმოების იარაღის გამოფენა.

ნახეთ მეტი
Back to top button