
როგორც ჩანს, თურქეთი ომისკენ მიემართება, რადგან ოსმალეთის პერიოდის ალიანსები კვლავ მეორდება, ამის შესახებ EU Observer ვებსაიტზე წერს კერტ დებეფი, ევროპული კვლევების ინსტიტუტის უმცროსი მკვლევარი.
მისივე თქმით, თურქეთისა და საბერძნეთის მთავრობები ხმელთაშუაზღვისპირეთში ერთმანეთს პოლიტიკურ დარტყმებს აყენებენ. საბერძნეთი საუბრობს ომის ენაზე, ხოლო თურქეთი უარს ამბობს კომპრომისზე.
”ეს ძალიან საშიშია. გაუგებარია, სად მივდივართ ”, – დებეფს მოჰყავს სიტყვები მუსტაფა ქემალის წერილიდან, რომელიც ცნობილია ათათურქის სახელით და თანამედროვე თურქეთის მამად.
დებეფის აზრით, გარკვეულწილად ხმელთაშუა ზღვაში არსებული ვითარება ისტორიულ დროებს ასახავს. დღეს ორი მტრული ალიანსია, ისევე როგორც 1914 წელს, როდესაც გერმანია და ავსტრია-უნგრეთი დაუპირისპირდნენ დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთსა და რუსეთს.
ამჟამად არსებობს თურქეთის, ყატარის, მუსულმანური ძმების და ირანის ”რევოლუციური კავშირი” . დებეფის აზრით, ისინი კონკურენციას უწევენ საუდის არაბეთს, ეგვიპტეს და არაბეთის გაერთიანებულ საემიროებს «status-quo entente» ფარგლებში.
„ევროპა კიდევ ერთხელ ავლენს დაყოფის ნიშნებს. საფრანგეთი, საბერძნეთი და კვიპროსი მხარს უჭერენ სტატუს კვოს, ხოლო ესპანეთი და მალტა – “რევოლუციურ კავშირს”. დებეფის აზრით, სიტუაციიდან გამომდინარე, იტალია ამ ორ ქვეყანას შორისაა“, – ამბობს ავტორი.
დებეფი დასძენს, რომ არც ერთ ქვეყანას არ სურს დიდი ომი ისევე როგორც 1914 წელს, მათ სურთ დაიცვან თავიანთი ეროვნული ინტერესები, როგორც ეს გააკეთეს საუკუნის წინ.
”მაგრამ თუ ევროპის ქვეყნები დაარღვევენ ერთიანობას და ჩაერთვებინ კონფლიქტში, ყველაფერი საშიში გახდება ისე, როგორც ეს ათათურქმა თქვა“, – ასკვნის ავტორი.