პოლიტიკა

სომხეთს ეწვია რუსეთის თავდაცვის ვიცემინისტრი

,,სპუტნიკი სომხეთი“ წერს, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გენერალ-პოლკოვნიკი ანდრეი კარტაპოლოვი სომხეთში ჩამოვიდა. ინფორმაციას გვაწვდის სომხეთის თავდაცვის მინისტრის სპიკერი შუშან სტეფანიანი.

”ის დაესწრება ”მშვიდობის მებრძოლის” შეჯიბრის დახურვის ცერემონიალს”, – წერს სტეფანიანი Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

გენერალ-პოლკოვნიკი ანდრეი კარტაპოლოვი შეხვედრებს გამართავს სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობასთან.

შეგახსენებთ, რომ მეგობრული არმიების სამხედრო მოსამსახურეების სამხედრო-პროფესიული ოსტატობის შესახებ საერთაშორისო შეჯიბრის “მშვიდობის მებრძოლის” გახსნა გაიმართა 23 აგვისტოს ტავუშის რაიონის ქალაქ დილიჯანში.

სომხეთის, ბელორუსის, საბერძნეთისა და რუსეთის გუნდები მონაწილეობენ “მშვიდობის მებრძოლი” სამხედრო მოსამსახურეების პროფესიონალურ სამაგისტრო შეჯიბრში. თითოეული გუნდი შედგება 4 სამხედრო მოსამსახურისგან, მათ შორის ერთი ქალია.

3 სექტემბერს გაიმართება “მშვიდობის მებრძოლი” კონკურსის ყველა ეტაპის გამარჯვებულთა დაჯილდოება და წახალისება, ასევე გაიმართება გალა-კონცერტი სომხური ესტრადის ვარსკვლავების, სომხეთის თავდაცვის სამინისტროს სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის მონაწილეობით.

მეგობრული არმიების სამხედრო მოსამსახურეების სამხედრო-პროფესიული ოსტატობის შესახებ საერთაშორისო შეჯიბრი “მშვიდობის მებრძოლი” 2009 წლიდან ტარდება ყოველწლიურად, დსთ-ს წევრი სახელმწიფოების თავდაცვის სამინისტროს საბჭოს გადაწყვეტილებით, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროსა და დსთ-ს წევრი სახელმწიფოების თავდაცვის სამინისტროებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის პროგრამების შესაბამისად.

ნახეთ მეტი
Back to top button