პოლიტიკა

ძიძიგური: თუ მთავრობა ვერ ჩამოყალიბდება, რიგგარეშე არჩევნებზე უპირატესობა სააკაშვილს ექნება

,,ფორმულანიუსი” წერს, რომ პოლიტიკური ლოგიკის მიხედვით, თუკი ვერ ჩამოყალიბდება მთავრობა, ასეთ შემთხვევაში რიგგარეშე არჩევნების პირობებში უპირატესობა მიხეილ სააკაშვილს ექნება”, – ამის შესახებ პარტია კონსერვატორების ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა ქართულ ოცნებასთან თანამშრომლობაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, იმ შემთხვევაში თუ მმართველი გუნდი არჩევნებზე საკმარის ხმებს ვერ მოაგროვებს, კონსერვატორები მათთან კოალიციის შექმნისთვის მზად იქნებიან.

“თუკი დავუშვათ 15% მანდატების მფლობელმა პარტიებმა თქვეს, რომ არცერთს არ​ აქმნევინებენ კოალიციას, ასეთ შემთხვევაში რიგგარეშე არჩევნებისკენ მივდივართ. როდესაც პირველ ადგილზე ძალიან მაღალი ალბათობით გავა ისევ ქართული ოცნება, ამომრჩეველი ოცნების ამბობს, რომ ჩვენ პირველ ადგილზე გავიყვანეთ ქართული ოცნება, მაგრამ მან ვერ ჩამოაყალიბა მთავრობა და დაინიშნა ახალი არჩევნები. ანუ ქართულმა ოცნებამ კი არ მოიგო ეს არჩევნები, არამედ წააგო, იმიტომ რომ ვერ ჩამოაყალიბა მთავრობა. მეორე რიგგარეშე არჩევნების ჩატარების წინა ეტაპზე, ფსიქოლოგიური მორალური, პოლიტიკური, თუნდაც ენერგეტიკული უპირატესობა ექნება ოპოზიციას. ოპოზიციაში ვინ არის მთავარი პირი და მთავარი ტიპი? ისევ მიხეილ სააკაშვილი”, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

ნახეთ მეტი
Back to top button