ეკონომიკა

ამოქმედდა change.org– ის სომხური ვერსია

,,არმენპრესი“ წერს, რომ სომხეთში ამოქმედდა ელექტრონული დემოკრატიისა და მონაწილეობითი მმართველობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი – სომხურ ენაზე e-petition.am ან “petition.arm” დომენებით პეტიციების ერთიანი ელექტრონული პლატფორმა. ვიცე-პრემიერმა ტიგრან ავინიანმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, რომ ეს არის change.org სომხური ვერსია.

”პეტიციების საშუალებით, მოქალაქეებს შეუძლიათ წარადგინონ წინადადებები ეკონომიკურ, პოლიტიკურ, სოციალურ და სხვა სფეროებზე, ან მოხსენება წარუდგინონ სახელმწიფო ორგანოებისა და თანამდებობის პირთა ხარვეზების გამოსწორების შესახებ. მთავრობა დიდი ყურადღებით მიადევნებს თვალს ამ ყველაფერს და ყურადღებას მიაქცევს”, – ”არმენსპრეს”-ის განცხადებით აღნიშნა ტიგრან ავინინმა.

ნახეთ მეტი
Back to top button