პოლიტიკა

მთავრობამ დაამტკიცა. სომხეთში ცხადდება სარეზერვო მომზადების შეკრებები

,,არმენპრესი“ სომხეთის რესპუბლიკაში, 2020 წლის 15 სექტემბრიდან 15 დეკემბრამდე, გამოცხადებულია რეზერვისტების პირველი ჯგუფის რიგითი, ქვეოსაოფიცრო,  საოფიცრო შემადგენლობების სარეზერვო სასწავლო შეკრებები,  თითოეული ათი დღის განმავლობაში. როგორც იუწყება “არმენპრესი”, ამის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მთავრობის 3 სექტემბრის სხდომაზე.

დასაბუთების თანახმად, ტრენინგების შეკრების მიზანია რეზერვში რეგისტრირებული მოქალაქეების

1) სამხედრო უნარების სრულყოფა;

2) პროფესიული გადამზადება;

3) პროფესიული მომზადება;

4) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ქვესაოფიცრო შემადგენლოებისგან თადარიგის ოფიცრების მომზადება.

სასწავლო შეკრებებში სულ 786 მოქალაქე ჩაერთვება, საიდანაც 524 რიგითი, 82 ქვესაოფიცრო შემადგენლოებიდან, 180 კი რეზერვის ოფიცერი.

პროექტი ითვალისწინებს, რომ სასწავლო შეკრებებში მონაწილეობას მიიღებენ:

  1. მოტოსასროლი სპეციალობებით: 36 რეზერვისტი, 2020 წლის 15-24 სექტემბრის ჩათვლით, 18 რეზერვისტი, 2020 წლის 1-10 ოქტომბრის ჩათვლით, 18 რეზერვისტი, 2020 წლის 6-15 ოქტომბრის ჩათვლით, 18 რეზერვისტი, 2020 წლის 20-29 ოქტომბრის ჩათვლით, 21 რეზერვისტი, 2020 წლის 16-25 ნოემბრის ჩათვლით;
  2. სარაკეტო და საარტილერიო სპეციალობით: 31 რეზერვისტი, 2020 წლის 19-28 ოქტომბრის ჩათვლით, 132 რეზერვისტი, 2020 წლის 3-12 ნოემბრის ჩათვლით, 145 რეზერვისტი, 2020 წლის 9-18 ნოემბრის ჩათვლით;
  • საჰაერო თავდაცვის სპეციალობებით: 5 რეზერვისტი, 2020 წლის 12-21 ოქტომბრის ჩათვლით, 8 რეზერვისტი, 2020 წლის 23-29 ნოემბრის ჩათვლით;

4) 71 რეზერვისტი საკომუნიკაციო სპეციალობებით, 2020 წლის 20-29 ნოემბრის ჩათვლით;

5) სადაზვერვო სპეციალობებით: 6 რეზერვისტი, 2020 წლის 15-24 სექტემბრის ჩათვლით, 14 რეზერვისტი, 2020 წლის 25 სექტემბრიდან 4 ოქტომბრის ჩათვლით, 57 რეზერვისტი, 2020 წლის 20-29 ოქტომრის ჩათვლით, 72 რეზერვისტი, 2020 17-26 ნოემბრის ჩათვლით;

6) რადიო-ელექტრონული საბრძოლო სპეციალობებით: 14 რეზერვისტი, 2020 წლის 23-29 სექტემბრის ჩათვლით;

7) 24 რეზერვისტი საინჟინრო სპეციალობებით: 2020 წლის 26 ოქტომბრიდან 1 ნოემბრის ჩათვლით;

8) ტექნიკური სპეციალობებით: 27 რეზერვისტი, 2020 წლის 22-28 სექტემბრის ჩათვლით, 40 რეზერვისტი, 2020 წლის 29 სექტემბრიდან 5 ოქტომბრის ჩათვლით;

9) 22 რეზერვისტი ზურგის სპეციალობეშით: 2020 წლის 5-11 ოქტომბრის ჩათვლით;

10) 7 რეზერვისტი ტოპოგრაფიულ სპეციალობებით: 2020 წლის 28 სექტემბრიდან 7 ოქტომბრის ჩათვლით.

ეს გადაწყვეტილება ამოქმედდეს ოფიციალური გამოქვეყნების დღიდან მეათე დღეს.

ნახეთ მეტი
Back to top button