პოლიტიკა

ნაღდალიანმა განმარტა, რატომ არ რეაგირებს სომხეთი თურქეთისა და აზერბაიჯანის ნერვულ რეაქციებზე

,,არმენპრესი“ წერს, რომ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პრეს სპიკერმა ანა ნაღდალიანმა განმარტა, თუ რატომ არ რეაგირებს სომხეთი თურქეთისა და აზერბაიჯანის ნერვულ რეაქციებზე.

”არმენპრესის” კითხვის პასუხად, ამის შესახებ ნაღდალიანმა განაცხადა 2 სექტემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე, შეეხო რა აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში მიმდინარე პროცესების გარშემო განვითარებულ მოვლენებს.

”თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს რეაქცია ნერვიული იყო, შესაძლოა ეს არ იმსახურებდა კონსტრუქციულ რეაგირებას, რადგან, მოგეხსენებათ, სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ყოველთვის გამოდის კონსტრუქციული პოზიციიდან. თურქეთმა, რომელიც ცოტა ხნის წინ გაზის მაძიებელი ზღვების დედოფლის პოზიციაზე აღმოჩნდა, და თითქმის ყველა მეზობელთან აქვს პრობლემა, პირველ რიგში უნდა შეასრულოს თავისი ვალდებულებები. სომხეთთან საზღვრის დახურვით, თურქეთი არღვევს სომხეთის წინაშე აღებულ ვალდებულებებს. ხოლო რაც შეეხება აზერბაიჯანის სს სამინისტროს რეაგირებაზე, ჩვენთვის სიახლე არ არის, რომ აზერბაიჯანი საერთაშორისო ასპარეზზე თურქეთის უმცროსი პარტნიორის როლს ასრულებს და ამ საკითხით თუ ჩვენ თურქეთს არ ვუპასუხეთ, აზერბაიჯანს მით უმეტეს პასუხს არ გავცემთ”, – თქვა ნაღდალიანმა.

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში განვითარებული მოვლენების შესახებ თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროების ნერვიული რეაქცია მოჰყვა.

ნახეთ მეტი
Back to top button