გუშინდელ ბრიფინგზე სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სპიკერმა ანა ნაღადლიანმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ მიიღეს ინფორმაცია თურქი დაქირავებულების აზერბაიჯანში გადაყვანის შესახებ, შემდგომში მათი მთიანი ყარაბაღის წინააღმდეგ გამოსაყენებლად.
„ეს ინფორმაცია ნამდვილად შემაშფოთებელია, ჩვენ ვაზუსტებთ მის ნამდვილობას”, – თქვა ნაღდალიანმა. მისი თქმით, ასეთი საშიშროების შესაძლებლობა არსებობს, აზერბაიჯანს უკვე აქვს საომარ მოქმედებებში რელიგიური ექსტრემისტების ჩართვისა და თურქეთის სხვა რეგიონებში ტერორისტების მიწოდების გამოცდილება.